25
ივნისი
2016
მაღალი ხელფასები და არა კედლები
ადამიანები, რომლებიც ტოვებენ საკუთარ ქვეყანას და ბედის საძიებლად სხვაგან მიდიან, მოსახლეობის ერთი კონკრეტული სეგმენტია. ჰარვარდის პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტმა, ჯორჯ ჯ. ბორხასმა 1987 წელს გამოცემულ წიგნში „თვითშერჩევა და მიგრანტების ხელფასები“ (American Economic Review 77, 531-553 გვ.) განიხილა ე. წ. მიგრანტების თვითშერჩევა. 1987 წლამდე მიგრაციის ეკონომისტებს მიაჩნდათ, რომ მიგრანტები, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც აშშ-ში ჩამოდიოდნენ, მიეკუთვნებოდნენ თავიანთი სამშობლოს შემოსავლების განაწილების „ზედა ჯგუფს“.