10
დეკემბერი
2016
საქართველოს კომპაქტური მთავრობა სჭირდება!
ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში აღინიშნება ხელისუფლების კონსოლიდაციის ტენდენცია. კონკურენციის სააგენტოები მომხმარებელთა დაცვის სააგენტოებს და/ან რეგულატორებს ერწყმიან, რათა საჯარო სისტემა უფრო ეფექტური და ნაკლებხარჯიანი გახდეს. 2003 წელს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ მრგვალი მაგიდა გამართა კონკურენციის სააგენტოს ოპტიმალურ მოწყობაზე.