როგორ მოქმედებს ასაკი საქართველოს რეგიონების „ინკლუზიურ ზრდაზე“
ამჟამად ფერმერობა საქართველოში „იძულებითი საქმიანობაა“ – ქართველ „ფერმერთა“ დიდი უმრავლესობა პროფესიული თვალსაზრისით არც არის ფერმერი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, იარსებონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით. საქართველოს რეგიონებში მოგზაურობისას მაშინვე შეამჩნევთ, რომ ამ იძულებითი საქმიანობით ძირითადად ასაკოვანი თაობაა დაკავებული.