გლობალურ ეკონომიკაზე ვირუსისა და მისი გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ზომების მძლავრი ზემოქმედება უკვე სახეზეა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) 2 მარტს გამოქვეყნებულ 2020 წლის ეკონომიკური პერსპექტივების შუალედურ ანგარიშში მიმდინარე წლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის პროგნოზი თითქმის ყველა ქვეყნისთვის შეამცირა. ყველაზე მნიშნველოვანი შემცირება ჩინეთს (-0,8 %) შეეხო, მსოფლიო მასშტაბით კი რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი, სავარაუდოდ, 2.9%-ის ნაცვლად (2019 წლის ნოემბრის პროგნოზი) 2.4% იქნება.
ახალი კორონავირუსის (COVID-19) აფეთქებამ მთელი მსოფლიო მოიცვა, რის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. აღარავინ სვამს კითხვას, როდის (ან თუ) დადგება გლობალური ეკონომიკური რეცესია, რადგან ის უკვე რეალობაა.