
რეფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ელექტრონული კომერციის ხელშეწყობას სათანადო სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოსა და საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. ელექტრონული კომერციის რეფორმა მრავალი სხვადასხვა ასპექტისაგან შედგება და აერთიანებს დამნერგავი სამთავრობო უწყებების, საჯარო სექტორის დაინტერესებული მხარეების და კერძო სექტორის აქტივობებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის მეხუთე ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის მეოთხე ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

კვარტალური ანგარიში მოიცავს ექვსი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვებში არსებული ეკონომიკური ტენდენციების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიმოხილვას (ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე). ანგარიშის მიზანია, გააუმჯობესოს მონაცემთა ანალიზსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

2021 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 34.7 პუნქტით გაიზარდა და 36.4-ს გაუტოლდა, წინა კვარტალში მცირედი გაუარესების შემდეგ. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, რომელსაც მოყვება სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სექტორები. BCI-ის დადებითი ცვლილება 2021 წლის III კვარტლისთვის ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.