შეავსე ფორმა
Logo
როგორი „წყობა“ სჭირდება ქვეყანას?
08 მაისი 2015

სულ რაღაც 25 წელი გავიდა და სამყარო ჯერ კიდევ სავსეა „წინააღმდეგობრიობებით“ (რომელთა დასრულებაც არის ამოსავალი ფუკუიამას ისტორიის დასასრულის ჰეგელისეული აზროვნების გასაგებად). ეს წინააღმდეგობრიობები ყველაზე კარგად ჩანს ევროპასა და აშშ-ში მიგრაციის, განახლებული სავაჭრო ომის, გეოპოლიტიკური პაექრობისა და რელიგიური კონფლიქტების შესახებ მუდმივად მიმდინარე ცხარე განხილვებისას.

რა შეიძლება ვისწავლოთ ბოლო ათწლეულის ქართული რეფორმებისგან. ფიქრნი ცის პირას
17 აპრილი 2015

ქართული რეფორმები იქცა საერთაშორისო ვაჭრობის საგნად. ყოფილი ქართველი რეფორმატორები, რომლებსაც სამშობლოში სათანადოდ არ აფასებენ და აღარ სჭირდებათ, მაღალი ანაზღაურების ფასად, კონსულტაციებს უწევენ მონღოლეთს, ცენტრალურ აზიას, უკრაინას, მოლდავეთსა და კიდევ უფრო შორეულ განვითარებად ბაზრებს. დაინახა რა ბიზნეს-შესაძლებლობა, ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსანთა ერთმა ჯგუფმა, ქართული რეფორმების სულისჩამდგმელი კახა ბენდუქიძის თავკაცობით, ახლახანს დააარსა საკონსულტაციო სააგენტო „რეფორმატორები“ (Reformatics).

გავასხვისოთ თუ არა სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებზე?
23 თებერვალი 2015

2012 წლამდე საქართველო ხელს უწყობდა უცხოელებს მიწის შეძენასა და ქვეყნის სუსტ სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის დანერგვაში. ამ უაღრესად ლიბერალურმა მიდგომამ, ერთის მხრივ, ხელი შეუწყო ქვეყანაში ისეთი ინვესტიციების შემოდინებას, როგორიცაა ფერერო (4000 ჰექტარზე გაშენებული თხილის პლანტაციები სამეგრელოში) და ჰიპი (ორგანული ვაშლისა და ვაშლის კონცენტრატის წარმოება შიდა ქართლში).

თუ ვერ არგებ, ნურას ავნებ!
13 თებერვალი 2015

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჰიპოკრატეს წესი „არ ავნო“ (primum non nocere) ძალიან კარგადაა ცნობილი. ეს მედიცინის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. ჰიპოკრატეს კრებულის ერთ-ერთ წიგნში „ეპიდემია“ აღნიშნული წესი შემდეგნაირადაა ფორმულირებული: ,,თუ ექიმს არ ძალუძს დაეხმაროს ავადმყოფს, ისე მაინც უნდა მოიქცეს, რომ არ ავნოს მას“.

კახა ბენდუქიძე. ეპოქის დასასრული?
17 ნოემბერი 2014

გასულ კვირას, პოსტ-კომუნისტურმა სამყარომ დაკარგა თავისუფლებისათვის მებრძოლი ერთ-ერთი უდიდესი შვილი, რომელმაც თავისი ცხოვრება აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის საბჭოთა აზროვნების და ბიუროკრატიის ბორკილებისგან გათვისუფლებას დაუთმო. ჩე გევარას მსგავსად, დიდი კახას მემკვიდრეობა ეროვნულ საზღვრებს სცილდება. 2004 წელს, თავისუფლებისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლამ ის რუსეთიდან საქართველოში, ხოლო სიცოცხლის უკანასკნელ წელს – საქართველოდან უკრაინაში ჩაიყვანა. მას სურდა დახმარებოდა რევოლუციონერებს და რეფორმატორებს მთელს მსოფლიოში და ის არ ზოგავდა დროს, ფულს და ენერგიას ლიბერალური იდეების და ინსტიტუტების ჩამოსაყალიბებლად.

შეავსე ფორმა