
26 სექტემბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, რუსთავში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.

ვეხმაურებით საქართველოს ეროვნული ბანკში განვითარებულ მოვლენებს. ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადად ინარჩუნებდა ინსტიტუციურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, იზიარებდა საერთაშორისო სტანდარტებს და ვალდებულებებს, მაღალკვალიფიციურად უძღვებოდა ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფდა მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით 27 ივლისს, ISET-ის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ბიზნეს მოდელები საქართველოს მშენებლობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლიმატ-ტექნოლოგიების დასანერგად".

25 ივლისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, ქუთაისში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.

24 ივლისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, ოზურგეთში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.