
6-10 მაისს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო ცოდნის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა, კავშირების დამყარება და პოლიტიკის კვლევისა და განვითარების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციებისგან სწავლა.

3 მაისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაციას უმასპინძლა, რომელზეც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა და კვლევის თანაავტორებმა, ჯამელე რიგოლინიმ და სარა ქოლ-ბლეკმა, წარადგინეს ანგარიში „შოკებისა და კრიზისების პერიოდში ადამიანური კაპიტალის დაცვის შესახებ“.

24 და 27 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ორდღიანი უფასო ტრენინგი ჩაუტარა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. RIA არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი და მისი მომზადება სავალდებულო გახდა 2020 წლიდან მთავრობის მიერ ინიცირებული რიგი ნორმატიული აქტებისათვის.

24 აპრილს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, ახალციხეში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.

31 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მორიგ მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლა, რომელზეც მონაწილეებმა განიხილეს, რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო ექსპორტზე ევროკავშირში. ღონისძიებაზე განხილულ იქნა ის გამოწვევებიც, რომლებსაც სოფლის მეურნეობის მწარმოებლები აწყდებიან ევროკავშირის ბაზრებზე წვდომისას.