
2024 წლის II კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 1.3 პუნქტით შემცირდა და 16.4-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-7.4) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.

2024 აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.24 ლარი შეადგინა, რაც 4.0%-ით აღემატებოდა 2023 წლის აპრილის მაჩვენებელს. თუმცა თვიურ ჭრილში (2024 წლის მარტთან შედარებით) ხაჭაპურის ღირებულება 2.4%-ით შემცირდა.

ინდექსი აჩვენებს, რომ 2024 წლის აპრილში მედიის პოლარიზაცია გაიზარდა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახალი შემოღებით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის თებერვლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 9.5%-ით გაიზარდა.

2024 წლის მარტში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,130 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 11%-იან ზრდას წარმოადგენს (2023 წლის მარტში სრული წარმოება 1,019 მილიონი კილოვატსაათი იყო).