
29 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა პრეზენტაციას თემაზე „რუსული მიგრაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 2022 წელს“. ღონისძიებაზე განხილულ იქნა რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო მიგრაცია საქართველოში, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

28 მარტს ISET-მა საპენსიო სააგენტოს დირექტორს, გიორგი დანელიასა და მთავარ საინვესტიციო დირექტორს გიორგი მელიქიძეს უმასპინძლა, რომლებიც სტუდენტებსა და მკვლევარებს შეხვდნენ და საპენსიო სააგენტოს მისიასა და ამოცანებზე ისაუბრეს.

15 მარტს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, გორში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.

14 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლა თემაზე: სურსათის ფასები, ფასების კონტროლი და მათი პოტენციური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნელები, რომლებმაც იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირებს ფასების კონტროლის შესახებ კანონპროექტსა და მის ალტერნატივებზე.

რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.