
2024 წლის II კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 1.3 პუნქტით შემცირდა და 16.4-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-7.4) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.

2024 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.4 პუნქტით შემცირდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-15.1) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.

პროექტის „ინკლუზიური წვდომა ბაზრებზე“ (IA2M) მიზანია ქართული მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა ევროკავშირისა და ევროპის ბაზრებზე.

რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც ელექტრონული კომერციის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო. რეფორმა მოიცავს ელექტრონული კომერციის სფეროს საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას მომხმარებელთა უფლებების დაცვის, შუალედური მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფისა და საგადახდო სისტემასა და საგადახდო მომსახურების მიმართულებებით.

რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.