
რეგიონული განვითარებისათვის საჭირო პოლიტიკის ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებას ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ენიჭება ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მიღწევაში. მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველოს რეგიონების შედარებითი კონკურენტული უპირატესობების, მათი სპეციფიკის, არსებული პოტენციალის გამოვლენა და ოპტიმალურად გამოყენება, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ძლიერი და კონკურენტუნარიანი რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გაზრდას.

ქართველ ფერმერებში კენკროვანი კულტურების წარმოება სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. სასოფლო-სამეურნეო წარმოების დივერსიფიკაციის საჭიროებისა და ევროკავშირის ბაზართან დაკავშირებული შესაძლებლობების შედეგად, სექტორს მეტი ყურადღება ექცევა როგორც ფერმერების, ისე სახელმწიფოს მხრიდან.

ანალიზის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოსა და CAREC-ის ქვეყნებს შორის ვაჭრობაში იმ ცვლილებების შეფასებას, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის სურსათის უვნებლობის რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვის შედეგად.

2015 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავრობამ „რძისა და რძის ნაწარმის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო, რომელიც 2015 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს „რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას“.

„წყალი ხომ მაინც გვაქვს ბევრი, რატომ უნდა ვიხდიდე წყალში ფულს?“ – ამ ფრაზას საქართველოში ხშირად გაიგონებთ, რასაც წყლის რესურსების სიუხვე განაპირობებს: წლიურად ერთ სულ მოსახლეზე მტკნარი წყლის განახლებადი რესურსის დაახლოებით 15 597 კუბური მეტრი მოდის, რაც ევროკავშირის მაჩვენებელს – 2 961 კუბურ მეტრს ერთ სულ მოსახლეზე (მსოფლიო ბანკი, 2014 წ.) – საგრძნობლად აღემატება. თუმცა რესურსის ქონა სულაც არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეგიძლია და თანაც – მდგრადად და გონივრულად.