შეავსე ფორმა
Logo
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ევრაზიისა და ჩინეთ-რუსეთის კვლევით ცენტრს კვლევითი პროექტის წინადადება წარუდგინა
05 დეკემბერი 2021

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური კვლევების მონიტორინგის პროგრამის (ERMP-ის) კვლევით კონკურსში, რომელიც ევრაზიისა და ჩინეთ-რუსეთის კვლევების ცენტრმა (CREC) გამართა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევითი პროექტის წინადადება ERMP-ის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფინალში გავიდა.

ISET-მა და GIZ-მა უმაღლესი განათლების სისტემაში კლიმატის ცვლილების კურსების დანერგვაზე ონლაინ ვორკშოპს უმასპინძლეს
15 ოქტომბერი 2021

პარასკევს, 15 ოქტომბერს, ISET-მა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ერთობლივ ონლაინ ვორკშოპს უმასპინძლეს, რომლის თემაც იყო კლიმატის ცვლილების თემების ინტეგრირება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში: გამოცდილება, საჭიროებები და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

შეავსე ფორმა