შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის კვლევა

პროფესიული განათლების სფეროში დივერსიფიცირებული ფინანსური მექანიზმების დანერგვა
სტატუსი: მიმდინარე
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 15.12.2021 დასრულებულია: 30.06.2022

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების სფეროში დივერსიფიცირებული დაფინანსების მექანიზმების დანერგვაში დაეხმარება. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს მთავრობამ პროფესიული განათლების სფეროს რეფორმის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელა. სამინისტრომ დანერგა პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია 2013-2020, მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმები და „ერთიანი განათლების სტრატეგია 2017-2021“. თუმცა, მიმდინარედ შემუშავებული პროფესიული განათლების სტრატეგია 2021-2025 განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროფესიული განათლების ეფექტიანი დაფინანსების მექანიზმების საჭიროებას.

საქართველოს მთავრობის #244 დადგენილება საჯარო პროფესიული განათლების დაფინანსების სამ მექანიზმს გამოყოფს: ვაუჩერული, პროგრამული და მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება. პროექტის მიზანია ვაუჩერის ხარჯების მეთოდოლოგიის შექმნა თითოეული პროფესიული განათლების პროგრამისთვის (მათ შორის, მოკლევადიანი ტრენინგებისა და გადასამზადებელი კურსებისთვის) და, შესაბამისად, სახელმწიფოსთვის სხვადასხვა ტიპის პროფესიული განათლების პროგრამისთვის დაფინანსების ადეკვატური მექანიზმის შეთავაზება. პროექტი ვაუჩერული დაფინანსებისა და მიზნობრივი დაფინანსების მექანიზმების შემუშავებისას პრიორიტეტს მიანიჭებს გენდერულ თანასწორობასა და სოციალურ ინკლუზიას (GESI), რათა დაფინანსების შესაძლებლობებიდან არ გამოირიცხოს რომელიმე ჯგუფი.

პროექტი გამოიყენებს დაინტერესბული მხარეების ჩართვის ე.წ. ქვემოდან-ზემოთ   მიდგომას, რომელიც ფართოდ გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში. ეს მიდგომა წაახალისებს განვითარებაზე ორინეტირებულ დამოკიდებულებას პროფესიული განათლების მიმწოდებლებში და დაეხმარება მათ მათთვის მიცემული ფინანსური რესურსების ეფექტიანი და ადეკვატური გამოყენების საშუალებით დახვეწონ GESI და SEN მიდგომები/პოლიტიკა.

პროექტის განმავლობაში, პროექტის გუნდი გეგმავს:

  • GGF GE67 პროექტის მიერ შემუშავებული არსებული პოლიტიკის ვარიანტების კრიტიკულ შეფასებასა და ანალიზს;
  • დაფინანსების ახალი მოდელის დეტალური აღწერას;
  • ვაუჩერული პროგრამის დაფინანსების მექანიზმებისთვის ახალი, დეტალურად გაწერილი, ხარჯების მეთოდოლოგიის შემქნას;
  • პროფესიული განათლების სფეროში დივერსიფიცირებული დაფინანსების მექანიზმების ბიზნეს პროცესების აღწერას;
  • შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელისთვის ალგორითმებისა და კალკულაციის კოეფიციენეტების შექმნას;
  • პროფესიული განათლების სფეროში დივერსიფიცირებული დაფინანსების მექანიზმების მახასიათებლების გათვალისწინებით, სამართლებრივი რეგულირების სამუშაო ვერსიის შექმას.
შეავსე ფორმა