შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის კვლევა

მედიატორი – ეკონომიკური რეფორმების გაშუქებაში მედიის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა
სტატუსი: მიმდინარე
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 01.07.2021 დასრულებულია: 31.01.2023

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ინტერნიუს საქართველოსთან ერთად იწყებს ახალ პროექტს „მედიატორი – ეკონომიკური რეფორმების გაშუქებაში მედიის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა“. პროექტი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მიზანია, გაზარდოს მედიის როლი და ჩართულობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში.

პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა, ქართული მედია საშუალებების წამომადგნელებს დაეხმაროს ეკონომიკური სიახლეების გაშუქების, ახალი მედიისა და მონაცემთა ჟურნალისტიკისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში და აამაღლოს მათი წვდომა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე არსებულ უახლეს ინფორმაციაზე. პროექტში მონაწილე ჟურნალისტები ციფრული მედიის, თანამედროვე მონაცემთა ანალიზისა და შეფასების მეთოდების მიმართულებითაც შეძლებენ კომპეტენციების გაღრმავებას, რაც მათ უკეთ ინფორმირებული და ფაქტებზე დაფუძნებული მასალების მომზადებაში დაეხმარება.

პროქტის გუნდი შეიმუშავებს ადვილად ხელმისაწვდომ ონლაინ პლატფორმას, რომელზეც მუდმივად განახლდება მონაცემები და ინფორმაცია შერჩეულ ეკონომიკურ რეფორმებზე. მონაწილე ჟურნალისტები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგს ეკონომიკურ სიახლეების გაშუქებაში, ახალ მედიასა და მონაცემთა ჟურნალისტიკაში. ეკონომიკურ რეფორმებზე დისკუსიების ხელშეწყობის მიზნით, ჟურნალისტებისთვის მოეწყობა არაფორმალური შეხვედრები ექსპერტებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. გარდა ამისა, მედიატორის მონაწილე ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, ეკონომიკის მკვლევარებთან ერთად მოამზადონ ბლოგები ეკონომიკურ რეფორმებზე და პროექტის დასრულების შემდეგაც მიიღონ კონსულტაცია პროექტის გუნდის წევრებისგან.

შეავსე ფორმა