შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის კვლევა

სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკა
სტატუსი: მიმდინარე
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 12.10.2020 დასრულებულია: 29.04.2022

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, PMC Research-თან პარტნიორობის ფარგლებში, მუშაობს პროექტზე „სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკა“. პროექტი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც DAI ახორციელებს.

თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით პროექტის გუნდი აანალიზებს ეკონომიკურ ტენდენციებს ადგილობრივ და რეგიონულ/გლობალურ  კონტექსტში, ადგილობრივი ბიზნესების კონკურენტუნარიანობას, შესაძლებლობებსა და გამოწვევებს სამიზნე ღირებულებათა ჯაჭვებში. ესენია:

  • ტურიზმი (განთავსება, სარესტორნო მომსახურება, სათავგადასავლო ტურიზმი, გასტრონომიული ტურიზმი და კულტურული ტურიზმი);
  • შემოქმედებითი ინდუსტრიები (მედია კონტენტის წარმოება, პოსტ წარმოება და არტიზანი).
  • მსუბუქი მრეწველობა (ავეჯი, შესაფუთი მასალები, სამშენებლო მასალები, პერსონალური და დამცავი აღჭურვილობა და ხის სათამაშოები)
  • მყარი ნარჩენების მართვა და გადამუშავება
  • გაზიარებული ინტელექტუალური მომსახურება (ფინანსები და ბუღალტერია, არქიტექტურა, დიზაინი და ინჟინერია, მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი და ადამიანური რესურსების მართვა)
  • გამჭოლი სექტორები (ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული ვაჭრობა)
შეავსე ფორმა