შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის კვლევა

კვლევა საქართველოში ახალგაზრდების მეწარმეობის სტიმულირებაზე: ბარიერების გაგება და რეკომენდაციები რეფორმის ინტერვენციისთვის
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 29.06.2020 დასრულებულია: 25.12.2020

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩაატარა კვლევა საქართველოში ახალგაზრდების მეწარმოების ხელშეწყობაზე.

კვლევის მიზანი იყო საქართველოში ახალგაზრდების მეწარმეობის წინაშე არსებული ბარიერების გამოვლინება და ინტერვენციის სტრატეგიების შემუშავება, რაც ეკოსისტემის მოთამაშეებს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. ISET-ის კვლევითმა გუნდმა კვლევის ძირითად მეთოდად გამოიყენა იზენბერგის მეწარმეობის მოდელი (2010 წ.) და შეაფასა მოქმედი პოლიტიკის, ფინანსების, კულტურის, მხარდაჭერის, ადამიანური კაპიტალისა და ბაზრების როლი საქართველოში მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებაში. კვლევა გვთავაზობს არსებული ეკოსისტემის დეტალურ შეფასებას, გამოჰყოფს მოქმედ მოთამაშეებსა და ინიციატივებს, ავლენს თითოეული დომეინის ხარვეზებსა და მთავარ სისუსტეეებს და გვთავაზობს ამ ხარვეზებისა და სისუსტეების გადაჭრის გზებს.

კვლევის ზოგადი მიზანი ახალგაზრდების მეწარმეობის ბარიერების შეფასება და მათი გადაჭრის გზების გამოვლინება იყო, რაც სექტორის მოთამაშეებმა შეიძლება გამოიყენონ საქართველოში.

შეავსე ფორმა