შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის კვლევა

აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
სტატუსი: დასრულებულია
პროექტის ეტაპები: დაწყების თარიღი: 10.08.2020 დასრულებულია: 30.10.2020

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კვლევითი ცენტრის გუნდი აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას (RIA) ატარებს. კვლევის შედეგების საფუძველზე, RIA-ის გუნდი წარმოადგენს რეგულაციის ინკლუზიური და მდგრადი განხორციელებისთვის საჭირო პოლიტიკის ვარიანტებს.

საქართველოს პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა კანონპროექტი აგროტურიზმის შესახებ, რომლის მიზანია აგროტურისტული ობიექტების რეგისტრაციის ლეგალური საფუძვლის განსაზღვრა და ამ სექტორის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება. ეს RIA გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

RIA-ის მიზანია, შეაფასოს კანონპროექტის სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ზემოქმედება, რისთვისაც ხარჯთსარეგბლიანობისა და მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდებს გამოიყენებს. RIA-ის გუნდი გააანალიზებს, რა გავლენას ახდენს კანონი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფზე (სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე (განსაკუთრებით ქალებზე) და შინამეურნეობებზე), ზოგადად შრომის ბაზარზე, ადმინისტრაციულ ხარჯებზე, სახელმწიფო ფინანსებზე (განსაკუთრებით ფისკალურ მდგრადობასა და ბიზნესზე). პროექტის ფარგლებში შეფასება ყველა ის მნიშნვნელოვანი გავლენა, რაც RIA-ის ჩატარების პროცესში გამოვლინდება. RIA მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის პოლიტიკის შემმუშავებლებსა და დაინტერესებულ მხარეებს და ამგვარად ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ანგარიშვალდებული პოლიტიკის შემუშავებას.

შეავსე ფორმა