შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები და ღონისძიებები

ISET-ის დირექტორი RECONOMY-ს პროგრამის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის
პარასკევი, 10 დეკემბერი, 2021

RECONOMY 7-წლიანი პროგრამაა, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალებისა და ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გარიყული და დაუცველი ჯგუფების, გაძლიერებას ემსახურება. პროგრამის მიზანია, შემოსავლებისა და ღირსეული სამუშაო ადგილების ინკლუზიური და მდგრადი ზრდით საშუალება მისცეს სამიზნე ჯგუფებს, ისარგებლონ ეკონომიკური შესაძლებლობებით. პროგრამის მიზნებს შორისაა განათლებისა და უნარ-ჩვევების, პოლიტიკისა და რეგულაციების, ბიზნესისა და ფინანსური სერვისების წახალისებაც. RECONOMY-ს პროგრამას HELVETAS Swiss Intercooperation-ის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და დასავლეთ ბალკანეთის ოფისი ახორციელებს შვედეთის საერთაშოროსი განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით. ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თამარ სულუხია, პროგრამის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა.

დეტალური ინფორმაცია პროგრამაზე ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე: https://www.reconomyprogram.com/

შეავსე ფორმა