შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები და ღონისძიებები

ISET-მა რეფორმეტრი – რეფორმების შეფასების პლატფორმა წარადგინა
ოთხშაბათი, 10 ნოემბერი, 2021

10 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეფორმეტრი – ქართული რეფორმების შეფასების სისტემა წარადგინა, რომელიც რეფორმის ბენეფიციარებსა და დაინტერესებულ მხარეებს აწვდის ინფორმაციას უახლესი ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობაზე.

ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში, გრანდ შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა და მისასალმებელი სიტყვით გახსენს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ ა, ვიბლერმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნატალია ბერუაშვილმა და ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტრომა, თამარ სულუხიამ.

რეფორმეტრის პროექტის მენეჯერმა, გიორგი პაპავამ დამსწრე საზოგადოებას რეფორმეტრის მეთოდოლოგია, სამიზნე რეფორმები და დაგეგმილი აქტივობები გააცნო, რის შემდეგაც ჩატარდა ორი პანელური დისკუსია, რომელზეც მოწვეულმა სტუმრებმა და სამიზნე რეფორმების განმახორციელებელი საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

პირველ პანელზე, რომელსაც თამარ სულუხია უწევდა მოდერაციას, განხილულ იქნა სამიზნე (კაპიტალის ბაზრის, საგადახადო დავების, გადახდისუუნარობის) რეფორმების განხორციელება. პანელში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები, რომელთაც დეტალურად ისაუბრეს, რა ეტაპზეა სამიზნე რეფორმების განხორციელება და რამდენად მნიშვნელოვანი როლი ეკისრება რეფორმეტრს ქვეყნის ეკონომიკურ დღის წესრიგში.

მეორე პანელს მოდერაციას ნატალია ბერუაშვილი უწევდა და რეფორმეტრის მმართველი საბჭოს წევრებისგან იყო დაკომპლექტებული. სებასტიან მოლინეუსმა (მსოფლიო ბანკი), შეინ როზენტალმა (აზიის განვითარების ბანკი), გიორგი ჩერქეზიშვილმა (ინვესტორთა საბჭო) და ალექსი ალექსიშვილმა (PMCG) საქართველოში ეკონომიკური რეოფრმების განხორციელების წარსულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და იმ კრიტიკულ ელემენტებს გაუსვეს ხაზი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია რეფორმის სწორად განხორციელების პროცესში.

ჩვენ გვჯერა, რომ რეფორმეტრი სასარგებლო და საჭირო პლატფორმა იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები აინტერესებს.

შეავსე ფორმა