შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები და ღონისძიებები

ISET-ის დირექტორმა მოდერაცია გაუწია CAREC-ის Think Tanks Network-ის განვითარების მე-5 ფორუმს
ოთხშაბათი, 24 ნოემბერი, 2021

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი CAREC Think Tank Network-ის აქტიური წევრია. ორგანიზაციამ 23-24 ნოემბერს CAREC Think Tank განვითარების მეხუთე ფორუმს უმასპინძლა, რომელსაც CAREC-ის ინსტიტუტის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეგიონების წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების ლიდერები, ექსპერტები და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რათა ესაუბრათ ეკონომიკურ დერეფნებზე, როგორც ეკონომიკური ზრდისა და რეგიონული ინტეგრაციის მამოძრავებელზე. 

ფორუმის ერთ-ერთ მთავარ სესიას, რომელიც ეკონომიკური დერეფნების განვითარებაში ანალიტიკური ცენტრების როლს ეხებოდა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თამარ სულუხია, უძღვებოდა. აღნიშნული სესიის მიზანი ცოდნის გაცვლა და რეგიონული კვლევებისა და დიალოგებისთვის საჭირო ანალიტიკური პლატფორმების განვითარება იყო, რასაც კვლევითი ინსტიტუტების ქსელების მდიდარი გამოცდილება შეიძლება დაედოს საფუძვლად. მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია CAREC-ის მართული CTTN და South-South Exchange. სესიის მონაწილეებმა ახალი გლობალური გამოწვევებიც განიხილეს ინოვაციების კონტექსტში.

შეავსე ფორმა