2018 წლის 15 ნოემბერს, აგრარული პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა დაინტერესებულ მხარეებს „ორგანული თხილის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის კერძო წარმომადგენლების კვლევა“ წარუდგინა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: HEKS-EPER South Caucasus, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი (ISET-PI), და შვედური ჰოლდინგი PAKKA AG.
შესავალი
ეკონომიკური თვალსაზრისით, თხილი ისტორიულად საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი კულტურაა. ეს განპირობებულია იმით, რომ შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია თხილის მოყვანისთვის ხელსაყრელი ნიადაგითა და კლიმატური პირობებით გამოირჩევა. 2016 ...