„დიდი კრიზისი შობს დიდ შესაძლებლობას,“ – ალბერტ აინშტაინი
პანდემიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. უკიდურესად გაართულა მრავალი ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაც. მოიტანა აურაცხელი ადამიანური ტრაგედია, სოციალური კონტაქტების პარალიზება, ეკონომიკური კრიზისი და, გარკვეულწილად, კულტურული შოკიც კი.
ამ კულტურული შოკის ნაწილია უმძიმესი სიტუაციიდან გამოსავლის სახით მიღებული ის არაერთი ახლებური პრაქტიკა, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი. მაგრამ ახლა, როდესაც უკვე ამდენი თვეა პანდემიასთან ერთად ვცხოვრობთ...