ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ივნ
14

ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციების სავალალო მდგომარეობა საქართველოში

  ტექნოლოგიური თვალსაზრისით, დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისათვის საუკეთესო პერიოდია: მუდმივად კავშირზე ყოფნა მარტივია და შეგიძლია ნებისმიერი ადგილიდან იმუშაო. შემოსავლის დამატებითი წყაროები ადამიანების ყურადღებას მსოფლიოს ყველა კუთხეში იქცევს; მოტივაციას ისიც ზრდის, რომ ხშირად გვესმის ახალი პროგრამის შესახებ, რომლებიც ბიზნესებს ეხმარება და, შესაბამისად, სტარტაპერობას კიდევ უფრო ამარტივებს. ბუნებრივია, ჩნდება რიტორიკული კითხვა: „რატომაც არა?!“ - მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) წამოწყება ბიზნესის სექტორში შეღწევის ხელმისაწვდომი გზაა მენეჯმ...
Rate this blog entry:
Continue reading
1017
0 Comments
Write a Comment
მაი
31

უცვლელი უარყოფითი სხვაობა გამომუშავებასა და მოხმარებას შორის – თავსატეხი, რომელიც შესწავლას საჭიროებს

მოხმარებისა და გამომუშავების ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ 2018 წლის აგვისტოდან მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა მკვეთრად აღემატება წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობას. გამომუშავებასა და მოხმარებას შორის უარყოფითმა სხვაობამ აპრილში 45 მლნ. კვტ.სთ-ს მიაღწია; ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავება 966 მლნ. კვტ.სთ, მოხმარება კი 1012 მილიონი კვტ.სთ. გახლდათ. რატომ შენარჩუნდა გამომუშავებისა და მოხმარების უარყოფითი სხვაობა 2018 წლის აგვისტოს შემდეგ და ხომ არ უნდა ველოდოთ უარყოფით სხვაობას მომდევნო თვეების განმავლობაშიც? გრაფიკი 1:  გა...
Rate this blog entry:
Continue reading
995
0 Comments
Write a Comment
მაი
27

ლარის მოკლევადიანი მერყეობა: გამოცნობანას თამაში მაღალი ფსონებით

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ლარი აშშ დოლარის მიმართ ისევ გაუფასურდა. ქართულმა ვალუტამ დაახლოებით რვა თეთრით იკლო და მედიაში, პოლიტიკურ წრეებსა და ექსპერტებს შორის მღელვარების მორიგი ტალღა გამოიწვია. მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ მოკლევადიანი მერყეობაა, რომელიც გამოწვეულია უარყოფითი მოლოდინებით, თურქული ლირის გაუფასურებით და დოლარის გლობალური გამყარებით და, შესაბამისად, ბოლოდროინდელი მოვლენები დაკავშირებული არ არის ეკონიმიკის ფუნამენტურ ფაქტორებთან; მეორე მხრივ, ოპოზიციის წევრებმაც არ დააყოვნეს და ლარის გაუფასურების მიზეზად არაკომ...
Rate this blog entry:
Continue reading
1454
0 Comments
Write a Comment
მაი
20

გაქცევს თუ არა შენი სმარტფონი უნებლიე „ბოროტმოქმედად“?

რთულია იმის უარყოფა, რომ სმარტფონებზე უკვე არაჯანსაღად დამოკიდებულები ვართ. მათ მუდმივად ვიყენებთ მოგზაურობების აღსაბეჭდად, რათა შემდეგ  მთელი მსოფლიო ხელის ერთ გაწვდენაზე გვქონდეს. თუმცა ამ პატარა, ძვირფას მოწყობილობებს ბნელი მხარეც აქვს, რომელსაც ჩვენ, მომხმარებლები გაუცნობიერებლად ვუწყობთ ხელს. სამწუხაროდ, სმარტფონების მიწოდების ჯაჭვის უარყოფით გავლენაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შევეცდებით, ეს სტატია ერთგვარი გამოღვიძება და შეხსენება იყოს, რომ უკეთ გავაცნობიეროთ, თუ რას ვუჭერთ მხარს უნებლიედ, როგორც მომხმარებლები. განვიხილავთ იმასაც, რა შე...
Rate this blog entry:
Continue reading
1016
0 Comments
Write a Comment
მაი
17

ჭადრაკი თამაშისთვის, მათემატიკა – ცხოვრებისთვის

ზოგჯერ მასწავლებლები ექსპონენციალური ფუნქციების ახსნისას იყენებენ ლეგენდას „მათემატიკა ჭადრაკში“. მითი მოგვითხრობს ინდოელ მათემატიკოსზე, რომელმაც ჭადრაკი გამოიგონა. ინდოეთის მეფეს ისე მოეწონა თამაში, რომ მათემატიკოსს შესთავაზა, სახელიც თავად დაერქმია საკუთარი თამაშისთვის და ჯილდოც დაესახელებინა. გამომგონებელმა უპასუხა: „ჩემი სურვილი  მარტივია. ჭადრაკის დაფის თითოეული კვადრატისთვის ბრინჯის მარცვლები მომეცით. ოღონდ ისე, რომ პირველ კვადრატზე ერთი მარცვალი იდოს,  მეორეზე ორი, მესამეზე ოთხი და ასე შემდეგ. ყოველ შემდეგ კვადრატზე წინაზე  ორჯერ მე...
Rate this blog entry:
Continue reading
1854
0 Comments
Write a Comment
მაი
03

რა გვასწავლა „ხადორი 3-ის“ პროექტის გამოცდილებამ?

პანკისის ხეობაში მცირეჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის გამო ადგილობრივ მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიას შორის კონფლიქტის შესახებ ცნობები სულ ცოტა ხნის წინ საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. „ხადორი 3“ მცირე ზომის ჰესია და მისი დადგმული სიმძლავრე 5.4 მეგავატს აღწევს, ხოლო წლიურად გამომუშავებული ენერგია - 27.5 მლნ. კვტ. სთ-ს. „ხადორი 3-ის“ მშენებლობა 21 აპრილს დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროექტს დაუპირისპირდა, სამშენებლო კომპანიამ კი პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საკითხში სამართალდამცავი ორგანოები ჩართო. მთავრობასა და ადგილობრივ მოსა...
Rate this blog entry:
Continue reading
1428
0 Comments
Write a Comment

Our Partners