2019 წლის 15-16 ნოემბერს FREE Network-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში გენდერის ეკონომიკის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა1. კონფერენციამ, რომელზე წარმოდგენილი ნაშრომებიც ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და განვითარებად ეკონომიკებს ეხებოდა, ერთ სივრცეში მოუყარა თავი მკვლევარებს, პოლიტიკის შემქმნელებს და, ზოგადად, განვითარების თემით დაინტერესებულ საზოგადოებას. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრობლემები და არსებული შეზღუდვების აღმოფხვრის ეფექტური პოლიტიკის ვარიანტები....