ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
მაი
27

ლარის მოკლევადიანი მერყეობა: გამოცნობანას თამაში მაღალი ფსონებით

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ლარი აშშ დოლარის მიმართ ისევ გაუფასურდა. ქართულმა ვალუტამ დაახლოებით რვა თეთრით იკლო და მედიაში, პოლიტიკურ წრეებსა და ექსპერტებს შორის მღელვარების მორიგი ტალღა გამოიწვია. მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ მოკლევადიანი მერყეობაა, რომელიც გამოწვეულია უარყოფითი მოლოდინებით, თურქული ლირის გაუფასურებით და დოლარის გლობალური გამყარებით და, შესაბამისად, ბოლოდროინდელი მოვლენები დაკავშირებული არ არის ეკონიმიკის ფუნამენტურ ფაქტორებთან; მეორე მხრივ, ოპოზიციის წევრებმაც არ დააყოვნეს და ლარის გაუფასურების მიზეზად არაკომ...
Rate this blog entry:
Continue reading
983
0 Comments
Write a Comment
მაი
20

გაქცევს თუ არა შენი სმარტფონი უნებლიე „ბოროტმოქმედად“?

რთულია იმის უარყოფა, რომ სმარტფონებზე უკვე არაჯანსაღად დამოკიდებულები ვართ. მათ მუდმივად ვიყენებთ მოგზაურობების აღსაბეჭდად, რათა შემდეგ  მთელი მსოფლიო ხელის ერთ გაწვდენაზე გვქონდეს. თუმცა ამ პატარა, ძვირფას მოწყობილობებს ბნელი მხარეც აქვს, რომელსაც ჩვენ, მომხმარებლები გაუცნობიერებლად ვუწყობთ ხელს. სამწუხაროდ, სმარტფონების მიწოდების ჯაჭვის უარყოფით გავლენაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შევეცდებით, ეს სტატია ერთგვარი გამოღვიძება და შეხსენება იყოს, რომ უკეთ გავაცნობიეროთ, თუ რას ვუჭერთ მხარს უნებლიედ, როგორც მომხმარებლები. განვიხილავთ იმასაც, რა შე...
Rate this blog entry:
Continue reading
751
0 Comments
Write a Comment
მაი
17

ჭადრაკი თამაშისთვის, მათემატიკა – ცხოვრებისთვის

ზოგჯერ მასწავლებლები ექსპონენციალური ფუნქციების ახსნისას იყენებენ ლეგენდას „მათემატიკა ჭადრაკში“. მითი მოგვითხრობს ინდოელ მათემატიკოსზე, რომელმაც ჭადრაკი გამოიგონა. ინდოეთის მეფეს ისე მოეწონა თამაში, რომ მათემატიკოსს შესთავაზა, სახელიც თავად დაერქმია საკუთარი თამაშისთვის და ჯილდოც დაესახელებინა. გამომგონებელმა უპასუხა: „ჩემი სურვილი  მარტივია. ჭადრაკის დაფის თითოეული კვადრატისთვის ბრინჯის მარცვლები მომეცით. ოღონდ ისე, რომ პირველ კვადრატზე ერთი მარცვალი იდოს,  მეორეზე ორი, მესამეზე ოთხი და ასე შემდეგ. ყოველ შემდეგ კვადრატზე წინაზე  ორჯერ მე...
Rate this blog entry:
Continue reading
971
0 Comments
Write a Comment
მაი
03

რა გვასწავლა „ხადორი 3-ის“ პროექტის გამოცდილებამ?

პანკისის ხეობაში მცირეჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის გამო ადგილობრივ მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიას შორის კონფლიქტის შესახებ ცნობები სულ ცოტა ხნის წინ საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. „ხადორი 3“ მცირე ზომის ჰესია და მისი დადგმული სიმძლავრე 5.4 მეგავატს აღწევს, ხოლო წლიურად გამომუშავებული ენერგია - 27.5 მლნ. კვტ. სთ-ს. „ხადორი 3-ის“ მშენებლობა 21 აპრილს დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროექტს დაუპირისპირდა, სამშენებლო კომპანიამ კი პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საკითხში სამართალდამცავი ორგანოები ჩართო. მთავრობასა და ადგილობრივ მოსა...
Rate this blog entry:
Continue reading
1079
0 Comments
Write a Comment
აპრ
26

გრანტი – გადარჩენის გარანტი!

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბიზნესის მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამები ხორციელდება. გრანტები, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდიები და სააქციო კაპიტალში მონაწილეობა ის ინსტრუმენტებია, რომლებიც კომპანიების ხელშეწყობისათვის ყველაზე ფართოდ გამოიყენება (დუპონი და მარტინი, 2006 წ.). თითოეულ ასეთ პროგრამას თავისი მიზანი აქვს. მაგალითად, დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხები და ფულადი სუბსიდიები ახალი და მცირე კომპანიებისათვის ფინანსური შეზღუდვების მოხსნას ემსახურება (ჰაბარდი, 1998 წ.). შესაძლოა, ეს პროგრამები მიზნად ისახავდეს კომპანიების დახმარებას ახალი ტექნოლო...
Rate this blog entry:
Continue reading
874
1 Comment
Write a Comment
აპრ
22

დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი? საკრედიტო რეგულაციები საქართველოში

„არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი ან ტელევიზორი იყიდოს და შავ სიაში მოხვდეს,” – გიორგი ქობულია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი „მოკლევადიან პერიოდში ხარჯების გაწევა ყოველთვის ღირს გრძელვადიან პერიოდში ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად,“ – კობა გვენეტაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაახლოებით ორი წლის წინ, ISET-PI-მა საქართველოში ჭარბვალიანობის შესახებ ბლოგ-პოსტი გამოაქვეყნა. სტატიაში აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ფინანსებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ფინანსური ინსტიტუციების აგრ...
Rate this blog entry:
Continue reading
1288
0 Comments
Write a Comment

Our Partners