28 მაისს საქართველომ მეოთხე ანტი-კრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, მთავრობა ხუთი წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაუფინანსებს მათ, ვინც ამა წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე შეიტანს სესხზე განაცხადს ახლად აშენებული ან მშენებარე ბინის შესაძენად. სუბსიდია შეეხება სესხებს 200 000 ლარამდე.
მთავრობა დააზღვევს მიმდინარე მშენებლობების დასრულებასაც. მეტიც, სახელმწიფო ხუთი წლის განმავლობაში გასცემს გარანტიას სესხის 20%-ის ოდენობით. გარანტია გავრცელდება იმ სესხებზე, რომლებშიც თანამონაწილეობა არანაკლებ 10%-ს შეადგენს. ამასთან, ...