ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ივნ
19

სეზონური ეფექტი და COVID-19 აპრილში გამომუშავებასა და მოხმარებას შორის არსებული სხვაობის აღმოფხვრის მიზეზი გახდა

სხვაობა აღმოიფხვრა საქართველოს ენერგეტიკის ბაზრისთვის 2020 წლის აპრილი იმით იყო გამორჩეული, რომ მთლიანმა გამომუშავებამ (944 მლნ. კვტ.სთ.) თითქმის მთლიანად დააბალანსა ქვეყანაში არსებული მოხმარება (941 მლნ. კვტ.სთ.): გამომუშავებამ სულ რაღაც 3 მლნ. კვტ.სთ-ით გადააჭარბა მოხმარებას (რაც მთლიანი გამომუშავების 0.03%-ია: იხ. გრაფიკი 1). ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთდროულად შემცირდა როგორც მთლიანი მოხმარება (7%), ისე მთლიანი გამომუშავება (2%). აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ამავე პერიოდში, ქარის სადგურებზე გამომუშავება მნიშვნელოვნად, 23%-ით გაიზარდა 2019 წლის აპრილთან ...
Rate this blog entry:
Continue reading
76
0 Comments
Write a Comment
ივნ
18

ცურვა დინების საწინააღმდეგოდ: ტურიზმის პოსტკოვიდური ეკონომიკური პოტენციალი

საქართველომ COVID-19-ის პანდემიას ადრეულ ეტაპზევე უპასუხა აგრესიული ზომების შემოღებით. საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩაიკეტა საერთაშორისო საზღვრები, აიკრძალა შიდა გადაადგილება და საზოგადოებრივი თავშეყრა, დაიხურა კაფე-რესტორნები და სავაჭრო ცენტრები, დაწესდა კომენდანტის საათი. შედეგი ის იყო, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთა COVID-19-ის პაციენტებით. 18 ივნისისთვის საქართველოში კორონავირუსის 893 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 739 უკვე გამოჯანმრთელდა. სიკვდი...
Rate this blog entry:
Continue reading
683
0 Comments
Write a Comment
მაი
18

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასება

  სოფლის მეურნეობის დარგსა და სოფლად ცხოვრების განვითარებას ქვეყნის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა საგაზაფხულო სამუშაოები სოფლის მეურნეობაში, რამაც ფერმერების მდგომარეობა და მომავლის პერსპექტივები მნიშვნელოვნად გააუარესა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და 12 მაისს წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“. შემოთავაზებული გეგმა გულისხმობს ორი სახის შეღავათებს ფერმერებისთვის: პირდაპირ დახმარებასა და სექტორულ მხარდაჭერას. 1-ელ ცხრილში შეჯამებულია ყველა ის კომპ...
Rate this blog entry:
Continue reading
946
0 Comments
Write a Comment
მაი
01

COVID-19-ის შესაძლო შედეგები საქართველოს ენერგეტიკის ბაზარზე

ბოლო პერიოდში ბევრი ვისაუბრეთ COVID-19-ის გავლენაზე ტურიზმის, სამრეწველო და მომსახურების სექტორებზე. თუმცა ცოტა რამ ითქვა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე პანდემიის მიმდინარე და სამომავლო ზეგავლენების შესახებ. COVID-19-მა უკვე იქონია და, მოსალოდნელია, რომ მომავალშიც საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ელექტროენერგიის ბაზრის როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხარეზე. ამ ეტაპზე ზეგავლენის ზუსტი მასშტაბების შეფასება შეუძლებელია, თუმცა მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არსებული და პოტენციური ზემოქმედებების ზოგადი თეორიული ჩარჩო. მოთხოვნის მხარე პირველ რიგში, ჩვ...
Rate this blog entry:
Continue reading
235
1 Comment
Write a Comment
აპრ
06

არჩევანი დღევანდელ სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის

„ქვეყნებს, რომლებსაც მაკდონალდსი აქვთ, ერთმანეთთან არ უომიათ“, – წერდა ამერიკელი ჟურნალისტი და ავტორი თომას ფრიდმანი 1996 წელს. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, მსოფლიო მრავალი ომის მომსწრე გახდა იმ ქვეყნების თანამონაწილეობით, სადაც მაკდონალდსია. თუმცა ფრიდმანის ეს ფრაზა პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. მაკდონალდსი ეკონომიკური გლობალიზაციის სიმბოლოა. ეკონომიკური გლობალიზაცია კი ნამდვილად არის ომიანობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი. ასე რომ, გაუმარჯოს გლობალიზაციას! მაგრამ სწორედ ამ ნაქები გლობალიზაციის გამო, მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშე დადგა. კო...
Rate this blog entry:
Continue reading
190
0 Comments
Write a Comment
აპრ
03

გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობა ზრდას განაგრძობს. რა უნდა გაკეთდეს?

გასული წლის ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავების დინამიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წლის უმეტეს ნაწილში საქართველო ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანა იყო და მოხმარება თითქმის ყოველთვის აჭარბებდა ადგილობრივ გამომუშავებას. ბოლო 12 თვის განმავლობაში გამონაკლისი იყო მაისი და ივნისი, როდესაც გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობა მცირე დროით პოზიტიური გახდა, თუმცა ივლისში კვლავ ნეგატიურ მაჩვენებელს დაუბრუნდა. თუ გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობის 2010 წლის მონაცემებს შევხედავთ, როდესაც ქვეყანას თითქმის 7-ჯერ მეტი ელექტროენერგია (1524...
Rate this blog entry:
Continue reading
254
0 Comments
Write a Comment

Our Partners