ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
მაი
21

სწავლა სიკვდიმდე და ზრდასრულთა განათლება: ცეკვა და/თუ პროგრამირება?

არავისთვის არ არის სიახლე, რომ ზრდასრულთა განათლებაზე მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ადამიანების უმრავლესობა თანხმდება, რომ სწავლა  ხანგრძლივი პროცესია. თუმცა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სწავლა, როგორც ცხოვრების მანძილზე საკუთარი თავის თვითაღმოჩენის პროცესი, და სწავლა, როგორც გარკვეული უნარ-ჩვევების შეძენა, რასაც ხშირად შრომის ბაზარზე გარკვეულ პოზიციაზე დაწინაურების მოტივაცია განაპირობებს. ეს ორი ცნება განსხვავდება, მაგრამ ამავდროულად კავშირშია ერთმანეთთან. მაგალითად, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ, რაც უფრო მეტი უნარ-ჩვევა გვაქვს, მით უფრო მეტად გვესმის ...
Rate this blog entry:
Continue reading
1144
0 Comments
Write a Comment
მაი
14

ჰაერის ხარისხი საქართველოში. ჩვენი მდგომარეობა

თუ მთავრობის წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, კვლევითი ინსტიტუტი ან უბრალოდ შეწუხებული მოქალაქე ხართ, რომელსაც გარემოს მდგომარეობაზე გული შეგტკივათ, ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსი (Environmental Performance Index – EPI) თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს. EPI ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და გვიყვება არასასიამოვნო სიმართლეს თითოეული ქვეყნის ტრაექტორიასა და მათი მუშაობის ეფექტიანობაზე. რეიტინგი შეულამაზებლად გვიჩვენებს, რამდენად ასრულებენ ან არ ასრულებენ ქვეყნები მდგრადი განვითარების მიზნებითა (Sustainable Development Goals – SDG) თუ სხვა...
Rate this blog entry:
Continue reading
1086
0 Comments
Write a Comment
მაი
12

მოიხმარს თუ არა აფხაზეთი ბევრ ელექტროენერგიას? – ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა, მარტი, 2018 წელი

2018 წლის მარტში საქართველოს ელექტროსადგურებმა 997 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს (+35% 2017 წლის მარტთან და +7% 2018 წლის თებერვალთან შედარებით). ამ ელექტროენერგიის თითქმის მეოთხედი (24%) ენგურისა (188 მლნ. კვტ.სთ.) და ვარდნილის (49 მლნ. კვტ.სთ.) ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს. ადგილობრივმა ბაზარმა 1,116 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია მოიხმარა (+9% 2017 წლის მარტთან და +5% 2018 წლის თებერვალთან შედარებით). ამ ელექტროენერგიის დაახლოებით 19% (207 მლნ. კვტ.სთ.) აფხაზეთმა მოიხმარა. ენგურისა და ვარდნილის ჰესები ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა აფ...
Rate this blog entry:
Continue reading
1094
0 Comments
Write a Comment
მაი
07

საქართველოს ეკონომიკა იზრდება, სოფლის მეურნეობა კი მცირდება: რა უნდა ვქნათ?

2012 წლის შემდეგ, რაც ქვეყნის მმართველობა ქართულმა ოცნებამ გადაიბარა, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2017 წელს მიაღწია და 5.0% შეადგინა. ამ ზრდის დიდი ნაწილი მშენებლობაზე (11.2%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (11.2%) და საფინანსო სექტორზე (9.2%) მოდიოდა. თუმცა, ამ სექტორებისგან განსხვავებით, 2017 წელს ეკონომიკის რამდენიმე დარგი შემცირდა. მათ შორის ერთ-ერთი სოფლის მეურნეობა (-2.7%) იყო. ამ სფეროს ექსპერტები თანხმდებიან, რომ 2017 „ცუდი წელი“ იყო საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის. ზამთარი დიდხანს გაგრძელდა, გაზაფხულის ყინვებმა კი ხილი...
Rate this blog entry:
Continue reading
2023
0 Comments
Write a Comment
აპრ
16

წარმატებული თებერვალი ელექტროენერგიის წარმოებისთვის: შარშანდელი ვნებათაღელვის შემდეგ, შეფასების დრო დადგა

2017 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებასა და მოხმარებას შორის ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა. სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა 2017 წლის მარტში. გაზრდილმა სხვაობამ და ისტორიულმა ტენდენციამ, რომელიც ამ სხვაობის ზრდაზე მიანიშნებდა, წაახალისა პოლიტიკის ვარიანტები, რომლებიც აქცენტს ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტიციების ჩადებაზე ამახვილებს. პოლიტიკის ამ ვარიანტების მიზანი არის მომავალში ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემების თავიდან აცილება, რაც შეიძლება ელექტროენერგიის გათიშვებმა და სწრაფად მზარდმა ფასებმა გამოიწვიოს. სტრატეგი...
Rate this blog entry:
Continue reading
1048
0 Comments
Write a Comment
აპრ
16

რა ვიცით, რომ არ ვიცით წყლის რესურსების მართვაზე (და როგორ გადავჭრათ პრობლემა)

საქართველოს მთავრობა უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან (AA) ჰარმონიზების პროცესში. რეფორმის განსაკუთრებით პრობლემური ნაწილი ეხება 2000/60/EC დირექტივის განხორციელებას, რომელიც წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) სახელით არის ცნობილი. წყლის რესურსების სწორი მართვა უკიდურესად რთული წამოწყებაა, რომელიც ყველა მექანიზმის სიღრმისეულ გააზრებას საჭიროებს. წყლის რესურსების არასწორმა მართვამ შეიძლება უარყოფით გრძელვადიან შედეგებამდე მიგვიყვანოს, როგორც ქვეყნის განვითარების პერსპექტივების, ისე საზოგადოების კეთილდღეობის თვალ...
Rate this blog entry:
Continue reading
1033
0 Comments
Write a Comment

Our Partners