ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

წარმოადგენს თუ არა საფრთხეს კლიმატის ცვლილება ზამთრის ტურიზმისთვის საქართველოში? – II ნაწილი – ადაპტაციის ღონისძიებები

საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი დიდი ხნის დაგვიანებით, მხოლოდ 20 თებერვალს დაიწყო, რასაც წინ თოვლის სიმცირით გამორჩეული თვენახევრიანი პერიოდი უსწრებდა. წინა ბლოგში მიმდინარე საუკუნის მიწურულამდე კლიმატის ცვლილების განვითარების შესაძლო სცენარები განვიხილეთ და ადაპტაციის ზომების უკეთ შესწავლისა და განხორციელების საჭიროება გამოვავლინეთ. თუმცა, სრული სურათის მისაღებად, იმაზეც უნდა ვისაუბროთ, რა სახის ზეგავლენაა მოსალოდნელი კლიმატის ცვლილების პირობებში კურორტების ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობაზე და რა ტიპის  ადაპტაციის სტრატეგიების გამოყენებაა შესაძლებელი.

პირველ დიაგრამაში ასახული მონაცემების თანახმად, საქართველოს 4 მთავარ ზამთრის კურორტზე თოვლის საშუალო სიმაღლე მუდმივად აღემატებოდა თოვლის საფარის კრიტიკულ ზღვარს (30 სმ), რაც მინიმალურ მოთხოვნად მიიჩნევა ზამთრის კურორტის წარმატებული ფუნქციონირებისთვის; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბაკურიანი ყველაზე ხშირად უახლოვდება კრიტიკულ მაჩვენებელს.

გრაფიკი 1.  თოვლის საშუალო სიღრმე (სმ) ზამთრის კურორტებზე

თოვლიანი დღეების რაოდენობა სეზონზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც გულისხმობს იმ დღეების რაოდენობას, რომელთა განმავლობაშიც თოვლის სიმაღლე მინიმუმ 30 სმ-ს აღწევს. კურორტების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის განსასაზღვრად, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩვეულებისამებრ, „100 დღის ნორმა“ გამოიყენება, რომლის თანახმადაც, კურორტის მომგებიანობა შემდეგ გარემოებაზეა დამოკიდებული: სეზონზე თოვლის სიმაღლე 30 სმ-იან ზღვარს მინიმუმ 100 დღის განმავლობაში არ უნდა ჩამოცდეს. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის ინფორმაცია, სადამკვირვებლო პერიოდისთვის, მხოლოდ ორი კურორტის, გუდაურის და ბაკურიანის შემთხვევაში არის ხელმისაწვდომი. გუდაურში თოვლიანი დღეების რაოდენობა ყოველთვის 100-ს აჭარბებს, ხოლო ბაკურიანი, ბოლო 13 წლის განმავლობაში, 4-ჯერ აღმოჩნდა ქვედა ზღვარს მიღმა; შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, ბაკურიანი, ეკონომიკური თვალსაზრისით, მოწყვლად კურორტად მიიჩნევა.

„100-დღის ნორმის“ ოდნავ სახეცვლილი ვარიანტი კი განსაზღვრავს, რამდენად მაღალია „თოვლის მოსვლის საიმედოობა“ კურორტზე. აღნიშნული პარამეტრის დასადგენად თოვლიანი დღეების რაოდენობის აღრიცხვა ხდება 10-წლიან პერიოდში. თუ კურორტზე მინიმუმ 100 თოვლიანი დღე ფიქსირდება 10-დან 7 სეზონზე, მაშინ საქმე გვაქვს მაღალ საიმედოობასთან. აღნიშნული მიმართულებით, ბაკურიანი კვლავ მოწყვლად მდგომარეობაშია (ქვედა ზღვართან სიახლოვე დაფიქსირდა 10-დან 7 წლის განმავლობაში), გუდაური კი აშკარად საიმედო კურორტების რიცხვს მიეკუთვნება უხვთოვლიანობის კუთხით. მეორე დიაგრამა ასახავს მონაცემებს თოვლიანი დღეების რაოდენობის შესახებ.

გრაფიკი 2. თოვლიანი დღეების რაოდენობა ზამთრის კურორტებზე

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ემპირიული მეთოდები საშუალებას გვაძლევს, გამოვკვეთოთ ზოგადი სურათი კურორტზე თოვლის საიმედოობის და, გარკვეულწილად, ეკონომიკური სიცოცხლიუნარიანობის შესახებ, ზუსტი ეკონომიკური ზეგავლენის სრულად ახსნა აღნიშნული გზებით შეუძლებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ზამთრის სეზონის შემცირება არ უკავშირდება კურორტის მომგებიანობის დრამატულ შემცირებას. უფრო მეტიც, ზემოაღნიშნული მეთოდები ვერ აწვდიან ინფორმაციის ან პრაქტიკულ მითითებებს პოლიტიკის შემქმნელებს.

აღნიშნული მიზნისთვის, უფრო შესაფერისია ზამთრის საკურორტო მომსახურებაზე მოთხოვნის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა; საკურორტო ვიზიტორების რეაგირების შეფასება კლიმატის ცვლილებებზე (რაც გავლენას ახდენს კურორტის მომგებიანობაზე); და, კერძოდ კი, თოვლის ხელმისაწვდომობის შემცირებაზე, ზამთრის კურორტების არსებული (და ჰიპოთეტური) მახასიათებლების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ზამთრის ტურიზმის მოთხოვნის მგრძნობელობის შეფასება თოვლის ხელმისაწვდომობის ცვალებადობაზე, რასაც ჩვენ, ეკონომისტებმა შეგვიძლია თოვლის მოთხოვნის ელასტიურობა ვუწოდოთ, და ამასთანავე აღნიშნული კურორტების იმ მახასიათებლების გამოვლენა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოთხოვნის მგრძნობელობის შემცირებას უარყოფითი კლიმატური შოკების ზემოქმედებაზე, იმისათის, რომ მოხდეს იმ ძირითადი მიზეზების შეფასება, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს კლიმატის ადაპტაციის ზომების მიღებასა და მათ შორის ეკონომიკურად ეფექტიანი პროექტების გამოვლენას.

ადაპტაციის ოპტიმალური ზომების განსასაზღვრად, უნდა გავითვალისწინოთ პოტენციური ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი ალტერნატიული ვარიანტები და მათი სავარაუდო ქცევითი (ადაპტაციური) რეაგირება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, დავაზუსტოთ, რას ვგულისხმობთ კონკრეტულად ქცევითი (ადაპტაციური) რეაქციების განხილვისას? ქცევითი ადაპტაციის სამი ძირითადი ფორმა არსებობს, რაც გულისხმობს სივრცის, დროის და აქტივობის შეცვლას. აღნიშნული ფორმების დასაზუსტებლად, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ  შეიძლება უპასუხონ ამ ბლოგის სამმა ავტორმა საქართველოს კურორტებზე თოვლიანი დღეების რაოდენობის შემცირებას. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანის გემოვნება ზამთრის ტურისტულ აქტივობებთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულია.

ნორბერტო იტალიელია, თხილამურებით სრიალი კი მისთვის აქტივობაა, რომელსაც დასვენებისას მიმართავს და კონკრეტული ადგილი მისთვის სულაც არ არის გადამწყვეტი. ამრიგად, შეკვეცილი ზამთრის სეზონის საპასუხოდ, ის სავარაუდოდ, სივრცეს შეიცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ მან გუდაურის ან მესტიის ნაცვლად ალპების მონახულება გადაწყვიტოს. ლევანისთვის, თხილამურებით სრიალი მეტია, ვიდრე უბრალო აქტივობა არდადეგების პერიოდში. ის არამხოლოდ ზამთრის სპორტის მოყვარულია, არამედ განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს კონკრეტული ტიპის სათხილამურო ფერდობებს. უფრო მეტიც, მას სახლი აქვს გუდაურში. შესაბამისად, ლევანი თვალსაჩინო მაგალითია იმ სეგმენტის, რომლებიც ცვლილებას დროის კომპონენტში შეიტანენ; ის კვლავაც მოინახულებს გუდაურს, ამჯერად კი გაცილებით ხშირად, რადგან წინა ზამთრებთან შედარებით, სეზონის ხანგრძლივობა შემცირდება. მარიამი სამოყვარულო დონეზეა ჩართული თხილამურებით სრიალში; მისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თოვლიან დღეებს ბაკურიანში გაატარებს, გუდაურში თუ მესტიაში. მას შეუძლია თხილამურებით სრიალი ციგურებით სრიალით ჩაანაცვლოს. შესაბამისად, მარიამი საკმაოდ კარგ მაგალითს წარმოადგენს, როგორც ქვეყნის შიგნით სივრცის, ასევე აქტივობის შეცვლის კუთხით.

მოცემულმა მაგალითებმა ცხადყო, რომ ზამთრის ტურისტების მოსალოდნელი ქცევითი პასუხების კვლევა უნდა დაიწყოს სხვადასხვა ჯგუფის მახასიათებლების საფუძვლიანი ანალიზით. პასუხები, სავარაუდოდ, განსხვავებული იქნება ასაკისა და ეროვნების მიხედვით; ხანდაზმულები ხშირად აქტივობის ან დროის შეცვლას არჩევენ, ახალგაზრდებმა კი შესაძლოა სივრცის ან დროის შეცვლა აირჩიონ; რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტორებს, კლიმატის უარყოფითი ცვლილების ზეგავლენის შემთხვევაში, ისინი, ჩვეულებისამებრ, სხვა სივრცის შერჩევისკენ არიან მიდრეკილნი.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსგავსი ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები ვერ იქნება ერთგვაროვანი ყველა კურორტისთვის, რადგან თითოეული მათგანი ხასიათდება თავისებურებით. მაგალითად, გუდაური ჩვეულებრისამებრ მასპინძლობს საერთაშორისო ვიზიტორებს და წარმოადგენს საუკეთესო კურორტს პროფესიონალი მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის, მაშინ როცა შიდა ტურისტებს ხშირად ურჩევნიათ ზამთრის არდადეგები ბაკურიანში გაატარონ მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად. ამრიგად, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე საუკეთესო ადაპტაციის ზომების გამოვლენის მცდელობისას აუცილებელია ყველა მსგავსი ასპექტის მხედველობაში მიღება.

ქვემოთ ჩამოთვლილია ადაპტაციის ზოგიერთი ღონისძიება:

• ხელოვნური თოვლის დამამზადებელი მოწყობილობების გამოყენება;

• ფერდობების ადაპტირება ან ლანდშაფტის მოწყობა კონტურირებით ან შედარებით მცირე  ტერიტორიების შესაბამისი მოწყობით;

• დაუმუშავებელი და უსწორმასწორო ზედაპირების გათანაბრება და დაბრკოლებების აღმოფხვრა, რამაც შესაძლოა შეამციროს თხილამურებზე სრიალისთვის საჭირო თოვლის მინიმალური სიმაღლე;

• ამინდის დერივატივების დანერგვა, რაც შეამცირებს ფრთხილი ინვესტორების გაკოტრების რისკებს, სადაზღვევო პრემიის ხარჯზე;

• ზამთრის აქტივობების დივერსიფიკაცია და თხილამურებით სრიალის ალტერნატივის შემოთავაზება, როგორიცაა ციგაობა (ტობოჯინგი), „სნოუშუინგი“ (Snowshoeing), თამაშები დახურულ სივრცეში, გამაჯანსაღებელი ტურიზმი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ზემოაღნიშნული ზომა გარკვეულ ადგილებში (მაგალითად, გუდაურში) უკვე დანერგილია, თუმცა თითოეული ღონისძიების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ზუსტი ადრეული შეფასების განხორციელება შესაძლო ხარჯებისა და სარგებლის შესახებ, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური თვალსაზრისით. მაგალითად, ხელოვნური თოვლის შექმნა ენერგიისა და წყლის რეზერვის შექმნის კუთხით დიდ ხარჯებს მოითხოვს ზამთრის საშუალო ტემპერატურის მუდმივი მატების გამო, მაშინ, როცა ფერდობების ხელოვნური თოვლით დაფარვა და მოსწორება პრობლემას დროებით აგვარებს, აღნიშნული ზომები კი მხოლოდ თოვლის დადგენილი მინიმალური რაოდენობის პირიობებშია ეფექტიანი. ამ ეტაპზე და უფრო ზუსტი ანალიზის არარსებობის პირობებში, ზამთრის აქტივობების გამრავალფეროვნება და ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი ვარიანტების ზრდა ყველაზე სწორი მიდგომაა, რადგანაც ის შედარებით ნაკლებ ფინანსურ და ინფრასტრუქტურულ რესურსებს მოითხოვს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო ყოვლისმომცველი მიდგომაა საჭირო, რომელიც გააერთიანებს ადაპტაციის ყველა ზემოაღნიშნულ ღონისძიებას, რაც ხელს შეუწყობს პრობლემის უფრო ეფექტიან გადაწყვეტას.

ზამთრის ტურიზმის სიცოცხლისუნარიანობას კლიმატის ცვლილება, დიდი ალბათობით, სულ უფრო და უფრო მეტ გამოწვევას შეუქმნის. ამიტომაც მნიშვნელოვანია საკითხისადმი სისტემური მიდგომა, რომელიც უნდა დაიწყოს სექტორის და მომხმარებელთა უპირატესობების მახასიათებლების დეტალური ანალიზით, რასაც უნდა მოჰყვეს ადაპტაციის მწყობრი და ეკონომიკური თალსაზრისით ეფექტიანი ღონისძიებების დანერგვა. ზემოაღნიშნული ნაბიჯები მნიშნელოვანია სექტორის მედეგობის ზრდისა და შესაძლო ზარალის შემცირებისთვის, ამინდის არამდგრადობისა და კლიმატის ცვლილების პირობებში. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია სექტორის სრული დაცვა მოსალოდნელი და მოულოდნელი საფრთხეებისგან, რაც კორონავირუსის მაგალითმაც ცხადყო.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
1 Comment

Related Posts

Comments

 
Guest - DivineMoon on პარასკევი, 29 მაისი 2020 18:15

ყურადღება:
ეძებთ უძრავი ფინანსური სესხის კომპანიას, რომ მოგცეთ სესხი 5,000 ევროდან 50,000,000 ევრომდე (ბიზნესის ან კომპანიის სესხისთვის, პირადი სესხი, საშინაო სესხები, მანქანის სესხი, სესხის კონსოლიდაციის სესხები, საწარმოს კაპიტალი, ჯანმრთელობის დაცვის სესხი და ა.შ.)
ან უარი თქვით სესხი ბანკიდან ან ფინანსური ინსტიტუტიდან ერთი მიზეზის გამო, ან სხვა მიზეზით?
მიმართეთ ახლავე და მიიღეთ რეალური ფინანსური სესხი დამუშავებული და დამტკიცებული 3 დღის განმავლობაში.
DIVINE MOON COPERATIVE სესხის კომპანია, ჩვენ ვართ ”საერთაშორისო აკრედიტებული სესხის გამსესხებელი”, რომელიც ვაძლევთ ნამდვილ ფინანსურ სესხს ინდივიდებს და კომპანიებს, დაბალი საპროცენტო განაკვეთით, 2% დაბალი პროცენტით, თქვენი მოქმედი პირადობის მოწმობით ან თქვენი ქვეყნის საერთაშორისო პასპორტით.
ჩვენი სესხის დაფარვა იწყება თქვენი სესხის მიღებიდან 1 (ერთი) წლის შემდეგ, ხოლო დაფარვის ხანგრძლივობა მერყეობს 3-დან 35 წლამდე ხანგრძლივობით.

დაუყოვნებლივი პასუხისა და თქვენი სესხის მოთხოვნის შემუშავებისთვის, 2 სამუშაო დღის განმავლობაში,
დაგვიკავშირდით პირდაპირ ამ ელ.ფოსტის საშუალებით: [email protected]


დაგვიკავშირდით შემდეგი ინფორმაციით:

Სრული სახელი:____________________________
სესხის მისაღებად საჭირო თანხა: ________________
სესხის ხანგრძლივობა: _________________________
სესხის დანიშნულება: ______________________
Დაბადების თარიღი:___________________________
სქესი: _______________________________
Ოჯახური მდგომარეობა:__________________________
Საკონტაქტო მისამართი:_______________________
ქალაქის / საფოსტო კოდი: __________________________
ქვეყანა: _______________________________
სახეობა: ____________________________
Მობილური ტელეფონი:__________________________

გამოაგზავნეთ თქვენი თხოვნა დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის შემდეგ მისამართზე: [email protected]

Გმადლობთ.
DIVINE MOON
დირექტორი.
DIVINE MOON- თანადაფინანსებული სესხის კომპანია
ელ.ფოსტა: [email protected]

ყურადღება: ეძებთ უძრავი ფინანსური სესხის კომპანიას, რომ მოგცეთ სესხი 5,000 ევროდან 50,000,000 ევრომდე (ბიზნესის ან კომპანიის სესხისთვის, პირადი სესხი, საშინაო სესხები, მანქანის სესხი, სესხის კონსოლიდაციის სესხები, საწარმოს კაპიტალი, ჯანმრთელობის დაცვის სესხი და ა.შ.) ან უარი თქვით სესხი ბანკიდან ან ფინანსური ინსტიტუტიდან ერთი მიზეზის გამო, ან სხვა მიზეზით? მიმართეთ ახლავე და მიიღეთ რეალური ფინანსური სესხი დამუშავებული და დამტკიცებული 3 დღის განმავლობაში. DIVINE MOON COPERATIVE სესხის კომპანია, ჩვენ ვართ ”საერთაშორისო აკრედიტებული სესხის გამსესხებელი”, რომელიც ვაძლევთ ნამდვილ ფინანსურ სესხს ინდივიდებს და კომპანიებს, დაბალი საპროცენტო განაკვეთით, 2% დაბალი პროცენტით, თქვენი მოქმედი პირადობის მოწმობით ან თქვენი ქვეყნის საერთაშორისო პასპორტით. ჩვენი სესხის დაფარვა იწყება თქვენი სესხის მიღებიდან 1 (ერთი) წლის შემდეგ, ხოლო დაფარვის ხანგრძლივობა მერყეობს 3-დან 35 წლამდე ხანგრძლივობით. დაუყოვნებლივი პასუხისა და თქვენი სესხის მოთხოვნის შემუშავებისთვის, 2 სამუშაო დღის განმავლობაში, დაგვიკავშირდით პირდაპირ ამ ელ.ფოსტის საშუალებით: [email protected] დაგვიკავშირდით შემდეგი ინფორმაციით: Სრული სახელი:____________________________ სესხის მისაღებად საჭირო თანხა: ________________ სესხის ხანგრძლივობა: _________________________ სესხის დანიშნულება: ______________________ Დაბადების თარიღი:___________________________ სქესი: _______________________________ Ოჯახური მდგომარეობა:__________________________ Საკონტაქტო მისამართი:_______________________ ქალაქის / საფოსტო კოდი: __________________________ ქვეყანა: _______________________________ სახეობა: ____________________________ Მობილური ტელეფონი:__________________________ გამოაგზავნეთ თქვენი თხოვნა დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის შემდეგ მისამართზე: [email protected] Გმადლობთ. DIVINE MOON დირექტორი. DIVINE MOON- თანადაფინანსებული სესხის კომპანია ელ.ფოსტა: [email protected]
Already Registered? Login Here
Register
Guest
შაბათი, 30 მაისი 2020

Captcha Image

Our Partners