ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ISET-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი რეკორდულად გაიზარდა

2016 წლის სექტემბერში, ამავე წლის აგვისტოსთან შედარებით, ISET-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი 13 პუნქტით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, თუ თვალს გადავავლებთ ინდექსის 4-წლიან ისტორიას. -28.7 პუნქტიდან -15.7 პუნქტამდე გაზრდით, მომხმარებელთა განწყობის ინდექსი დაუბრუნდა „ჩვეულ“ ნიშნულს, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში აცდენილი იყო, უფრო ზუსტად კი 2014 წლის შემოდგომიდან, რისი მიზეზიც ლარის მკვეთრი გაუფასურება იყო.  საგულისხმოა ისიც, რომ სექტემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსის ორივე კომპონენტი – მიმდინარე მდგომარეობისა და მოლოდინების ინდექსის – გაიზარდა (მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი – 14.9 პუნქტით, მოლოდინების ინდექსი კი – 11.1 პუნქტით), რაც, ასევე, ინდექსის ყოველთვიური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი იყო.

ერთის მხრივ, ბოლო 10 თვის განმავლობაში, ინდექსი თითქმის უწყვეტად იზრდებოდა, თუმცა, მეორეს მხრივ, ინდექსის მონაცემები აშკარად მიგვანიშნებს საარჩევნო ეიფორიაზე, რომელიც  გამოწვეულია მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ გაცხადებული სამომავლო ეკონომიკური რეფორმებით. მიუხედავად მცირე სხვაობებისა, ყველა პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა ხომ იმედისმომცემი დაპირებებით არის სავსე, როგორიცაა, მაგალითად, ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია, გადასახადების შემცირება, სახელმწიფო სერვისების ეფექტიანობის გაზრდა, განათლების სისტემის გაუმჯობესება და გაზრდილი სოციალური დანახარჯები. ალილუია!

აღნიშნულ ეიფორიასთან ერთად, საგულისხმოა ისიც, რომ სექტემბრის მონაცემების მიხედვით, რესპონდენტთა ნაწილი გაურკვევლობაშია. რესპონდენტთა წილი, ვინც დასმულ კითხვებზე „არ ვიცი“-ს პასუხობს, ბევრად უფრო დიდია წინა თვეებთან შედარებით.

მომხმარებელთა განწყობის ინდექსის გამოკითხვა ჩატარდა სექტემბრის პირველი კვირის განმავლობაში და სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით გამოკითხულ იქნა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 368 რესპონდენტი.


თბილისი და დანარჩენი საქართველო

საინტერესოა, რომ სექტემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი თბილისში უფრო გაიზარდა ვიდრე დანარჩენ საქართველოში. უფრო საინტერესო კი ის არის, რომ თბილისის მაცხოვრებელთათვის მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 22.2 პუნქტით გაუმჯობესდა (მაშინ, როდესაც დანარჩენი საქართველოსათვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9.4 პუნქტს შეადგენს).

 

  თბილისი დანარჩენი საქართველო
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი -14.2 (გაიზარდა 22.2პუნქტით!) -26.6 (გაიზარდა 9.4 პუნქტით)
მოლოდინების ინდექსი -7.1 (გაიზარდა 15.7 პუნქტით) -12.6 (გაიზარდა 7.9 პუნქტით)
მომხმარებელთა ზოგადი განწყობის ინდექსი -10.7 (გაიზარდა 18.8 პუნქტით) -19.6 (გაიზარდა 8.6 პუნქტით)

 

 


განათლების როლი

ცოტა მოულოდნელია, რომ უფრო განათლებული საზოგადოება ადვილად ექცევა პოლიტიკური პროპაგანდის გავლენის ქვეშ.  უფრო კონკრეტულად კი, უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტებმა ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენეს (13.2-პუნქტიანი ზრდა 8 პუნქტთან შედარებით, რომელიც დაფიქსირდა დანარჩენი რესპონდენტების შემთხვევაში)

  თბილისი დანარჩენი საქართველო
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი -15.4 (გაიზარდა 14.1 პუნქტით) -34.0 (გაიზარდა 8.7 პუნქტით)
მოლოდინების ინდექსი -7.9 (გაიზარდა 12.2 პუნქტით) -15.3 (გაიზარდა 7.2 პუნქტით)
მომხმარებელთა ზოგადი განწყობის ინდექსი -11.7 (გაიზარდა 13.2 პუნქტით) -24.6 (გაიზარდა 8.0 პუნქტით)

 


მომხმარებელთა განწყობის ინდექსის კითხვებზე გაცემული პასუხების შედარება თვეების მიხედვით

მოლოდინების თვალსაზრისით, სექტემბერში დაფიქსირებული გაუმჯობესება, ძირითადად, დაკავშირებულია შემდეგ კითხვებთან: „რამდენად სავარაუდოა, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში გააკეთებთ ანაბარს?“ და „ბოლო 12 თვესთან შედარებით, როგორ ფიქრობთ, მსხვილ შენაძენებზე უფრო მეტს დახარჯავთ თუ უფრო ნაკლებს?“ რესპონდენტებს მნიშვნელოვნად უკეთესი შედგები აქვთ მიმდინარე მდგომარეობის თვალსაზრისითაც. გამონაკლისია მხოლოდ კითხვა მსხვილი შენაძენების გაკეთების ხელსაყრელობის შესახებ.


 

2016 წლის შემოდგომიდან, ჟურნალი ფორბსი იწყებს მომხმარებელთა განწყობის ინდექსის გამოქვეყნებას. 2012 წლის მაისიდან, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ყოველთვიურად ითვლის მომხმარებელთა განწყობის ინდექსს და მონიტორინგს უწევს ქართველი მომხმარებლების მიერ საკუთარი ფინანსური და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას. 

მომხმარებელთა განწყობის ინდექსი ითვლება საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით, 12 კითხვის საფუძველზე. კითხვები მოიცავს რესპონდენტთა მიერ როგორც საკუთარი ოჯახის მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკური მდგომარეობის, ისე, ზოგადად,  ქვეყნის ძირითადი პარამეტრების (როგორიცაა ინფლაცია და უმუშევრობა)  შეფასებას. უხეშად რომ ვთქვათ,  მომხმარებელთა განწყობის ინდექსი ითვლის  სხვაობას დადებითი და უარყოფითი პასუხების სიხშირეებს შორის. ინდექსი  მერყეობს -100-დან (თუ ყველა რესპონდენტი უარყოფითად პასუხობს ყველა კითხვას) +100 მდე (როცა ყველა რესპონდენტი დადებითად პასუხობს თორმეტივე კითხვას).

See our article usage guidelines

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
სამშაბათი, 13 აპრილი 2021

Captcha Image

Our Partners