ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

სწავლის ძირი მწარე არის... და რამდენად ტკბილია მისი ნაყოფი?

ცნობილი ქართველი პოეტი, დავით გურამიშვილი თავის არანაკლებ ცნობილ „სწავლა მოსწავლეთაში“ წერდა: 

„ისმინე, სწავლის მძებნელო! მოჰყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა...“

თუმცა გურამიშვილი განათლების ასე მგზნებარე მხარდამჭერი იმიტომ კი არ გახლდათ, რომ მას უკეთესი სამსახურის ან სხვა რაიმე პრაგმატული მიზნის მისაღწევ საშუალებად მიიჩნევდა. მისთვის სწავლის „კენწერო“ იმიტომ იყო ტკბილი, რომ:

„ბრძენსა აქვს თავის უფლება, სოფელში ყოფნა ნებისა;
ბრძენი სადაც არს, დარჩების, საუნჯე თან ექნებისა.“

ასე რომ, პოეტისათვის სწავლა და ცოდნის შეძენა თავისთავად წარმოადგენდა ფასეულ მიზანს.

დღევანდელი რეალობიდან იკვეთება, რომ გურამიშვილისეულ ამაღლებულ იდეალს - „სწავლა ცოდნისათვის“ ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობა იზიარებს. ბევრი ქართველი ხომ უმაღლეს განათლებას მხოლოდ იმისათვის იღებს, რომ საბოლოო ჯამში უმუშევარი ან ისეთ პოზიციაზე დასაქმებული გახდეს, რომელსაც განათლება საერთოდ არ სჭირდება!

გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი დამსაქმებლები თანამშრომლის აყვანისას, ხშირ შემთხვევაში, განათლებას უმთავრეს მნიშვნელობას სულაც არ ანიჭებენ. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარების მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი გასაუბრებები რუსთავის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის დამსაქმებლებთან ცხადყოფს, რომ ბიზნესების უმრავლესობა მომავალ თანამშრომლებში ყველაზე მეტად შრომის ეთიკას აფასებს. ბიზნესების მეორე, ასევე დიდ ნაწილს (ძირითადად, ოჯახური ბიზნესები)  კი, ნათესავ-მეგობრების კეთილგანწყობა უფრო ადარდებს, ვიდრე კადრების განათლება და კვალიფიკაცია.

მეორეს მხრივ, დამსაქმებლების ის ნაწილი, რომელთათვისაც პროფესიულ განათლებას მნიშვნელობა ჰქონდა, წუხდა იმაზე, რომ ფორმალური განათლება დიდს არაფერს ნიშნავს, რადგან დიპლომირებულთა უმრავლესობა არაა საკმარისად კვალიფიციური და არც იმდენად მოტივირებული, რომ სამუშაო ადგილზე სწავლა შეძლოს. რა გვჭირს? რატომ აღარ აგზავნის განათლება საკმარისად ძლიერ სიგნალს შრომის ბაზარზე? თუ განათლება უკეთესი სამუშაოს პოვნაში ვერ გვეხმარება, საერთოდ რატომ ვიწუხებთ თავს ამ დიპლომებისთვის?

რა თქმა უნდა, გამოკითხულ დამსაქმებელთა მცირე რაოდენობის საფუძველზე განზოგადება გამართლებული არ იქნებოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ საქსტატის შინამეურნეობების გამოკითხვის განათლებისა და დასაქმების ნაწილში ჩაგვეხედა.

როგორც მალევე გაირკვა, გურამიშვილისეული იდეალი „სწავლა ცოდნისათვის“ არც ისე გავრცელებულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საქართველოს ზრდასრული (16 წლის და უფროსი) მოსახლეობის მხოლოდ 28%-ს აქვს უნივერსიტეტის დიპლომი. აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო ადგილს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს გვერდით იკავებს. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში 16-დან 74 წლამდე ასაკის მოსახლეობის 27%-ს აქვს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (იხილეთ Most people in the UK do not go to university – and maybe never will”, The Guardian). აშშ-ში კი მსგავსი მაჩვენებელი 25 წელზე უფროსი მოსახლეობისათვის 28%-ს უდრიდა 2009 წელს (“Educational Attainment in the United States”, Camille Ryan and Julie Siebens, 2012).

რა თქმა უნდა, სიბრძნის (უფრო სწორედ, უნივერსიტეტის დიპლომისკენ) სწრაფვა უფრო აქტიურად ახალგაზრდებისთვისაა დამახასიათებელი. 20-დან 30 წლამდე კატეგორიის ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში დიპლომირებულთა წილი 46%-საც კი აღწევს. თუმცა ნამდვილი თავსატეხი ისაა, რომ ბაკალავრების დასაქმების დონე საშუალოდ მთლიანი მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებელს არცთუ უმნიშვნელოდ ჩამორჩება (მარცხენა პანელი). უხეშად რომ ვთქვათ, 4 ბაკალავრიდან მხოლოდ 2 (!) პოულობს სამსახურს მაშინ, როცა დაწყებითი პროფესიული განათლების მქონე 4 ადამიანიდან 3 დასაქმებულია.

ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ პროფესიული განათლება პანაცეაა და საქართველოს უმუშევრობის პრობლემას ერთი ხელის მოსმით მოაგვარებს?!

მოდით, ნუ ვიჩქარებთ დასკვნის გამოტანას.

თუ მარჯვენა პანელს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ არსებობს კორელაცია ძირითადი, სრული დროით დასაქმებიდან მიღებულ საშუალო თვიურ ხელფასსა და განათლების მიღწეულ დონეს შორის. შეიძლება საქართველოს ზედმეტად ბევრი უნივერსიტეტდამთავრებული ჰყავდეს, მაგრამ ისინი, ვინც სამსახურის პოვნას ახერხებს (ასეთი დაახლოებით ნახევარია), საშუალოდ უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ნაკლებად განათლებული ქართველები. ეს გარკვეულწილად ხსნის განათლების მიმზიდველობას ქართულ საზოგადოებაში. გავრცელებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტის ხარისხი მხოლოდ პრესტიჟის საკითხია, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია. უმაღლესი განათლების მიღება უფრო (ცხოვრების) ლატარიის ბილეთის შეძენას ჰგავს.

უმაღლესი განათლების (ნებისმიერი ტიპის) კიდევ ერთი უპირატესობაა დასაქმების ფართო სპექტრი. სხვათა შორის, „ეკონომისტი“ ყველაზე გავრცელებული პროფესიაა ქართველებს შორის. პოპულარული პროფესიების ნუსხას თარჯიმნები, ექთნები, ბუღალტრები და იურისტები აგრძელებენ. შესაძლოა „ეკონომისტად“ წოდებულთაგან ცოტამ იცოდეს განსხვავება მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, მაგრამ მხოლოდ უმაღლესი განათლების იარლიყის გამო დაიკავოს კერძო და საჯარო სამუშაო ადგილების ფართო სპექტრიდან ერთ-ერთი, რომლის მოთხოვნებიც საბაზისო კომპიუტერულ უნარებსა და ენების ცოდნას არ სცდება. უმაღლესი განათლების არმქონენი კი პირიქით, იკეტებიან (ძირითადად, საარსებო) სოფლის მეურნეობაში, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ წარმოადგენს საქართველოს დასაქმების მნიშვნელოვან ნაწილს,  წვრილ მოვაჭრეობასთან და ტაქსის მძღოლობასთან ერთად.

განათლებისა და დასაქმების უფრო ფართო სურათის შემყურე, უმაღლესი განათლება მართლაც მთავარი გზაა ახალგაზრდა ქართველებისათვის თავიანთი სოფლებისგან თავის დასაღწევად. მაშინ, როცა მთლიანი დასაქმების მაჩვენებელი შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანებისათვის, არასასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი უნივერსიტეტის დიპლომის მქონეთათვისაა. დასაქმებულად მიჩნეული უმაღლესი განათლების არმქონე ქართველების ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია. იგივე მაჩვენებელი დიპლომიანი ქართველებისთვის მხოლოდ 20%-ია. ასე რომ, პროფესიული განათლების მოჩვენებითი უპირატესობა მაშინვე ქრება, როცა დასაქმების ბუნებასაც ვიღებთ მხედველობაში (იხილეთ მარცხენა პანელი). განათლება საქართველოში უბრალოდ დასაქმებას კი არ უკავშირდება, არამედ მაღალანაზღაურებად დასაქმებას არასასოფლო-სამეურნეო სფეროში.

მოკლედ რომ დავასკვნათ, სწავლის „კენწერო“ საქართველოში არცთუ ძალიან ტკბილია. მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, არც სწავლის ძირია მანცდამაინც მწარე. რა სიბრძნეზე ან პროფესიულ წარმატებაზეა საუბარი ისეთი საუნივერსიტეტო პროგრამების ფონზე, რომლებიც სტუდენტებისგან სერიოზულ ძალისხმევასა და სწავლას არ მოითხოვს?! სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი პროგრამები ჯერ კიდევ მრავლადაა.

Rate this blog entry:
1 Comment

Related Posts

Comments

 
Guest - LYDIAMOONCOOPERATIVELOANCOMPANY on ხუთშაბათი, 14 იანვარი 2021 12:50

Dear Sir / Madam,

We offer all kind of loans - Business Loan / Real Estate Project
-Financing

We are a comprehensive financial
services firm committed to helping our clients improve their
long-term financial success.

Our customized programs are designed to help grow, protect, and
conserve our clients wealth by delivering a superior level of
personalized service.

Were Investment/Finance firm that specialized in project funding
& General financial service offer.Our principal function would be
assist you in complete financing through our reputable Lending
Institutions.

We are open to having a good business relationship with you. We
are currently interested in funding viable businesses,
investments or projects in the following areas of interest:

* Starting up a Franchise
* Business Acquisition
* Business Expansion
* Capital / Infrastructural Project
* Commercial Real Estate purchase
* Contract Execution
* Trade Financing etc.
* Want to be an Agent / Broker?

- Intermediaries/Consultants/Brokers are welcome to bring their
clients and are 100% protected.

We encourage you to contact us and learn more about the loans
service we offered.

  FOR IMMEDIATE RESPONSE AND PROCESSING OF YOUR LOAN REQUEST WITHIN 2 WORKING DAYS,
Contact us directly through this email: [email protected]


Contact us with the following information:

Full Name:____________________________
Amount Needed as Loan:________________
Loan Duration:_________________________
Purpose for Loan:______________________
Date of Birth:___________________________
Gender:_______________________________
Marital status:__________________________
Contact Address:_______________________
City/Zip code:__________________________
Country:_______________________________
Occupation:____________________________
Mobile Phone:__________________________

Send your request for immediate response to: [email protected]

Thank you.
LYDIA MOON
Director.
LYDIA MOON CO-OPERATIVE LOAN COMPANY
Email:[email protected]  

Dear Sir / Madam, We offer all kind of loans - Business Loan / Real Estate Project -Financing We are a comprehensive financial services firm committed to helping our clients improve their long-term financial success. Our customized programs are designed to help grow, protect, and conserve our clients wealth by delivering a superior level of personalized service. Were Investment/Finance firm that specialized in project funding & General financial service offer.Our principal function would be assist you in complete financing through our reputable Lending Institutions. We are open to having a good business relationship with you. We are currently interested in funding viable businesses, investments or projects in the following areas of interest: * Starting up a Franchise * Business Acquisition * Business Expansion * Capital / Infrastructural Project * Commercial Real Estate purchase * Contract Execution * Trade Financing etc. * Want to be an Agent / Broker? - Intermediaries/Consultants/Brokers are welcome to bring their clients and are 100% protected. We encourage you to contact us and learn more about the loans service we offered.   FOR IMMEDIATE RESPONSE AND PROCESSING OF YOUR LOAN REQUEST WITHIN 2 WORKING DAYS, Contact us directly through this email: [email protected] Contact us with the following information: Full Name:____________________________ Amount Needed as Loan:________________ Loan Duration:_________________________ Purpose for Loan:______________________ Date of Birth:___________________________ Gender:_______________________________ Marital status:__________________________ Contact Address:_______________________ City/Zip code:__________________________ Country:_______________________________ Occupation:____________________________ Mobile Phone:__________________________ Send your request for immediate response to: [email protected] Thank you. LYDIA MOON Director. LYDIA MOON CO-OPERATIVE LOAN COMPANY Email:[email protected]  
Already Registered? Login Here
Register
Guest
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021

Captcha Image

Our Partners