ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ არის ქართული ოცნების ფერი ლურჯი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კი – წითელი? იქნებ, იმიტომ, რომ კონტრასტული ფერებია და სიმბოლურადაც სრულიად საპირისპირო იდეებს გამოხატავს?1 დიახ, სწორედ რომ კონტრასტია, რისკენაც ეს ორი პოლიტიკური ძალა ისწრაფვის. ალბათ, გაგიჭირდებათ, 2012 წლიდან მოყოლებული გაიხსენოთ საკითხი, რის გარშემოც ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ კონსენსუსს მიაღწიეს ან სცადეს, ემსჯელათ მაინც.
ეუთოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის2 თანახმად, 2018 წლის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია საკამათო...