ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

Norberto Pignatti has not set their biography yet

ივნ
19

სეზონური ეფექტი და COVID-19 აპრილში გამომუშავებასა და მოხმარებას შორის არსებული სხვაობის აღმოფხვრის მიზეზი გახდა

სხვაობა აღმოიფხვრა საქართველოს ენერგეტიკის ბაზრისთვის 2020 წლის აპრილი იმით იყო გამორჩეული, რომ მთლიანმა გამომუშავებამ (944 მლნ. კვტ.სთ.) თითქმის მთლიანად დააბალანსა ქვეყანაში არსებული მოხმარება (941 მლნ. კვტ.სთ.): გამომუშავებამ სულ რაღაც 3 მლნ. კვტ.სთ-ით გადააჭარბა მოხმარებას (რაც მთლიანი გამომუშავების 0.03%-ია: იხ. გრაფიკი 1). ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთდროულად შემცირდა როგორც მთლიანი მოხმარება (7%), ისე მთლიანი გამომუშავება (2%). აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ამავე პერიოდში, ქარის სადგურებზე გამომუშავება მნიშვნელოვნად, 23%-ით გაიზარდა 2019 წლის აპრილთან ...
Rate this blog entry:
Continue reading
68
0 Comments
Write a Comment
მაი
01

COVID-19-ის შესაძლო შედეგები საქართველოს ენერგეტიკის ბაზარზე

ბოლო პერიოდში ბევრი ვისაუბრეთ COVID-19-ის გავლენაზე ტურიზმის, სამრეწველო და მომსახურების სექტორებზე. თუმცა ცოტა რამ ითქვა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე პანდემიის მიმდინარე და სამომავლო ზეგავლენების შესახებ. COVID-19-მა უკვე იქონია და, მოსალოდნელია, რომ მომავალშიც საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ელექტროენერგიის ბაზრის როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხარეზე. ამ ეტაპზე ზეგავლენის ზუსტი მასშტაბების შეფასება შეუძლებელია, თუმცა მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არსებული და პოტენციური ზემოქმედებების ზოგადი თეორიული ჩარჩო. მოთხოვნის მხარე პირველ რიგში, ჩვ...
Rate this blog entry:
Continue reading
232
1 Comment
Write a Comment
აპრ
03

გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობა ზრდას განაგრძობს. რა უნდა გაკეთდეს?

გასული წლის ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავების დინამიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წლის უმეტეს ნაწილში საქართველო ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანა იყო და მოხმარება თითქმის ყოველთვის აჭარბებდა ადგილობრივ გამომუშავებას. ბოლო 12 თვის განმავლობაში გამონაკლისი იყო მაისი და ივნისი, როდესაც გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობა მცირე დროით პოზიტიური გახდა, თუმცა ივლისში კვლავ ნეგატიურ მაჩვენებელს დაუბრუნდა. თუ გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობის 2010 წლის მონაცემებს შევხედავთ, როდესაც ქვეყანას თითქმის 7-ჯერ მეტი ელექტროენერგია (1524...
Rate this blog entry:
Continue reading
246
0 Comments
Write a Comment
მარ
06

წარმოადგენს თუ არა საფრთხეს კლიმატის ცვლილება ზამთრის ტურიზმისთვის საქართველოში? – II ნაწილი – ადაპტაციის ღონისძიებები

საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი დიდი ხნის დაგვიანებით, მხოლოდ 20 თებერვალს დაიწყო, რასაც წინ თოვლის სიმცირით გამორჩეული თვენახევრიანი პერიოდი უსწრებდა. წინა ბლოგში მიმდინარე საუკუნის მიწურულამდე კლიმატის ცვლილების განვითარების შესაძლო სცენარები განვიხილეთ და ადაპტაციის ზომების უკეთ შესწავლისა და განხორციელების საჭიროება გამოვავლინეთ. თუმცა, სრული სურათის მისაღებად, იმაზეც უნდა ვისაუბროთ, რა სახის ზეგავლენაა მოსალოდნელი კლიმატის ცვლილების პირობებში კურორტების ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობაზე და რა ტიპის  ადაპტაციის სტრატეგიების გამოყენებაა შესა...
Rate this blog entry:
Continue reading
226
1 Comment
Write a Comment
თებ
07

წარმოადგენს თუ არა საფრთხეს კლიმატის ცვლილება ზამთრის ტურიზმისთვის საქართველოში? – I ნაწილი

წელს, საქართველოს თითქმის ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე, გოდერძის გარდა, თოვლის ნაკლებობის გამო, ზამთრის სეზონი უჩვეულოდ გვიან დაიწყო. ბოლო წლებში, კლიმატის ცვლილებაზე და გლობალურ დათბობაზე მიმდინარე ცხარე განხილვების ფონზე, თოვლის ნაკლებობამ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ქვეყანაში ზამთრის ტურიზმის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის სამომავლო პერსპექტივებზე კითხვები გააჩინა. მსგავსი განვითარება მოულოდნელობას არ წარმოადგენდა, რადგან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც კი აცხადებს, რომ სამთო ტურიზმი განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილების ზემოქმე...
Rate this blog entry:
Continue reading
231
0 Comments
Write a Comment
ნოე
08

სექტემბრის ელექტროენერგიის ბაზრის მონაცემები და საქართველოს ენერგო უსაფრთხოება

აგვისტოს თვის ელექტოენერგიის დეფიციტის შემდეგ, საქართველოში ენერგიის წარმოება კვლავ შემცირდა. 2019 წლის სექტემბერში, 2018 წლის სექტემბერთან შედარებით, ელექტროენერგიის წარმოება 3%-ით, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით კი 19%-ით არის შემცირებული. კერძოდ, საქართველოს ელექტროსადგურებმა სექტემბერში 821 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, მაშინ, როდესაც ადგილობრივ ბაზარზე ელექტროენერგიის მოხმარება 972 მლნ. კვტ.სთ. იყო. აგვისტოსთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება 12%-ით შემცირდა, მიუხედავად სექტემბრის თვეში ელექტროენერგიის მოხმარების არსებითად შემცირებ...
Rate this blog entry:
Continue reading
334
0 Comments
Write a Comment

Our Partners