2018 წლის ოქტომბერში ახალი კანონი შევიდა ძალაში, რომელიც 15 მიკრონზე1 თხელი პარკების წარმოებას, იმპორტსა და გაყიდვას კრძალავს. ამავე რეფორმის მეორე ტალღა 2019 წლის აპრილში დაიწყო და ყველა ტიპის პოლიეთილენის პარკი მოიცვა. ჩნდება კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიეთილენის პარკებზე შეზღუდვის დაწესება და რა შესაძლო შედეგები შეიძლება მოჰყვეს აკრძალვას?
ყოველწლიურად დაახლოებით ერთი ტრილიონი პოლიეთილენის პარკი იწარმოება, რომლებიც მსოფლიოს გარშემო მაღაზიების სალაროებს უნაწილდებათ. მათგან ორი მესამედი ერთჯერადია. პოლიეთილენის პარკები ყველგან გვხვდება: ქუ...