ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
მარ
17

მთავარია, ვისთან ერთად აწარმოებ და არა – ვინ არის შენი სავაჭრო პარტნიორი: საქართველოს ინტეგრაციის ანალიზი გლობალურ და რეგიონულ ღირებულებათა ჯაჭვებში

გლობალური ღირებულებათა ჯაჭვები და შეფარდებითი უპირატესობის ბუნების ცვალებადობა ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ერთი პროდუქტის წარმოება, როგორც წესი, დედამიწის მრავალი ქვეყნის საწარმოო რესურსების ჩართულობას გულისხმობს. მაგალითად, ტიპური iPhone-ის წარმოების პროცესში 7 ქვეყანაა ჩართული: აშშ, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ჩინეთი და შვეიცარიაც კი. ეკონომისტები აღნიშნულ პროცესს გლობალური ღირებულების ჯაჭვების სახელით მოიხსენიებენ. გლობალური ღირებულების ჯაჭვების აღმოცენებამ ორიოდე ათწლეულზე მეტი ხნის წინ გარდაქმნა ეკონომისტების შეხედულებები ქვეყნე...
Rate this blog entry:
Continue reading
634
0 Comments
Write a Comment
თებ
10

თუშეთის სათემო ქსელი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის განვითარების მამოძრავებელი ძალა გახდა

2005 წელს, რადგან მობილური კავშირი არ იყო, ბიძაჩემს სოფელ ჯვარბოსლამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა მოუწია, რომ ჩემთვის უნივერსიტეტში ჩაბარება ეხარებინა. ახლა 2020 წელია, თუშეთის დიდ ნაწილში, მათ შორის ჯვარბოსელშიც, მობილური კავშირი ისევ არ არის, თუმცა მოსახლეობა უკვე უკაბელო ფართოზოლოვანი ინტერნეტით უკავშირდება დანარჩენ სამყაროს! თუ აქამდე თუშეთს მეცხვარეობითა და უგემრიელესი გუდის ყველით იცნობდნენ, დღეს ის უკვე მიმზიდველი ტურისტული ადგილია. თუშეთი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი დაცული ტერიტორიაა, რომელიც, IUCN-ის კლასიფიკაციით, სამი ტიპის დაცულ ტერიტორიას აერთი...
Rate this blog entry:
Continue reading
1078
0 Comments
Write a Comment
იან
17

გენდერული თანასწორობის მიღწევა არ იქნება ადვილი – სწორედ ამიტომ უნდა დავფიქრდეთ სერიოზულად მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკის მიდგომებზე

2019 წლის 15-16 ნოემბერს FREE Network-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში გენდერის ეკონომიკის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა1. კონფერენციამ, რომელზე წარმოდგენილი ნაშრომებიც ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და განვითარებად ეკონომიკებს ეხებოდა, ერთ სივრცეში მოუყარა თავი მკვლევარებს, პოლიტიკის შემქმნელებს და, ზოგადად, განვითარების თემით დაინტერესებულ საზოგადოებას. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრობლემები და არსებული შეზღუდვების აღმოფხვრის ეფექტური პოლიტიკის ვარიანტები....
Rate this blog entry:
Continue reading
805
0 Comments
Write a Comment
დეკ
03

მაღალმთიანი რეგიონების ინკლუზიური და მდგრადი განვითარება: მითი თუ რეალობა?

საქართველოს ტერიტორიის 54% მთებს უკავია. მთის მოსახლეობა ქართველი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მიიჩნევა. მთაში ფართოდ არის გავრცელებული მიწის ეროზია და კლიმატის ცვლილება. ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით ტყეების) არამდგრადი გამოყენება და ინფრასტრუქტურაზე  ხელმისაწვდომობის ნაკლებობა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მთის მოსახლეობის სიცოცხლეს. საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი რეგიონების ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისთვის 2015 წელს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი მიიღო, 2018 წელს კი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2...
Rate this blog entry:
Continue reading
1002
0 Comments
Write a Comment
დეკ
23

ვის შეხვდება გაზრდილი ნამცხვარის მსუყე ნაჭერი?

2017 წელი, როგორც ჩანს, ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება საქართველოსთვის 2008 წლის კრიზისის შემდეგ. ეკონომიკის მოსალოდნელი ზრდა დაახლოებით 5%-ია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მოლოდინებსა და ადრეულ პროგნოზებს აჭარბებს. საქსტატის მიერ I და II კვარტლების განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მშპ-ის ყოველწლიური ზრდის პროგნოზი 4.9%-ია. ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ III კვარტალში ეკონომიკა საქსტატის წინასწარ შეფასებაზე (4.4%) მეტად გაიზრდება. ბუმი მხოლოდ საქართველოში არ არის. ფაქტობრივად, საქართველო მისდევს იმ ...
Rate this blog entry:
Continue reading
1755
0 Comments
Write a Comment
ნოე
27

სჭირდება თუ არა საქართველოს მაღალკვალიფიციური მუშახელი?

სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე მისვლის პირველ დღეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების წყალობით, ე.წ. „ელიტების ჯგუფში“ მოვხვდი, რომლის პილოტირებაც თსუ-მა საუკეთესო სტუდენტების მოზიდვის მიზნით დაიწყო. ჯგუფში 50 სტუდენტი ვიყავით, უმეტესობა რიგითი ოჯახებიდან. ამიტომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონია იმის განცდა, რომ რაიმე „ელიტურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდა. თუმცა უნდა ვაღიარო, ჩემი „ელიტური“ სტატუსი საბოლოო ჯამში მომეწონა. არა იმიტომ, რომ „რიგით მოკვდავებზე“ მეტად აღვიქვი  თავი, არამე...
Rate this blog entry:
Continue reading
1573
0 Comments
Write a Comment