ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
მარ
09

საქართველოს სოფლის მეურნეობა: გვაქვს თუ არა რეალური ცვლილებები სექტორში?

საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო დარჩენილი, თუმცა 2012 წლიდან სექტორი ყურადღების ცენტრში მოექცა. სახელმწიფოს მიერ სექტორის დაფინანსება 2011 წელს 85 მლნ. ლარიდან მომდევნო წლებში 200 მლნ. ლარამდე გაიზარდა და 2020 წლისთვის თითქმის 293 მლნ. ლარი შეადგინა. სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერი ათზე მეტი პროგრამა შეიმუშავა. 2013 წელს დაარსდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოც (APMA), რომელიც აღნიშნული პროგრამების მართვაზეა პასუხისმგებელი. სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ადამიანები, ცხად...
Rate this blog entry:
Continue reading
230
0 Comments
Write a Comment
დეკ
18

ცირკულარული შრომითი მიგრაციის როლი უმუშევრობის შემცირებაში: რამდენად ამბიციურები შეიძლება ვიყოთ?

ბოლო პერიოდში უმუშევრობის შემცირების მიზნით საქართველოში ცირკულარული მიგრაციის განვითარების თემას დიდი ყურადღება ექცევა. ცირკულარული მიგრაციის სქემები (CMS) უკანონო მიგრაციის შემცირებისა და მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის ფართოდ აღიარებული პოლიტიკური ინსტრუმენტია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის შეთანხმებისადმი საქართველოს მთავრობის ინტერესი და ძალისხმევა, ერთი მხრივ, უმუშევრობის მაღალი დონის პრობლემის გრძელვადიან პერიოდში მოგვარებასა და, მეორე მხრივ, არაკანონიერი მიგრაციის შემცირებისა და ლეგალური მიგრციის წახალისებას ემს...
Rate this blog entry:
Continue reading
449
0 Comments
Write a Comment
დეკ
14

ვის უფრო ხშირად ასაქმებენ, გიორგის და მარიამს თუ არტურს და ზეინაბს?

ყველაფერი ჩემი სამაგისტრო ნაშრომით დაიწყო, რომლის საშუალებითაც ვეცადე, საქართველოში ეთნიკურ ქართველებსა და უმცირესობებს შორის ხელფასების სხვაობის მიზეზები გამეგო. მას შემდეგ ათ წელიწადზე მეტი გავიდა და ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალი სტატიას აქვეყნებს იმ ექსპერიმენტული მტკიცებულებების გამოყენებით, რომლებიც მე და ჩემმა კოლეგებმა შევაგროვეთ და გავაანალიზეთ შრომის ბაზრის თავისებურებების შესახებ ეთნიკურ უმცირესობებსა და ქალებთან მიმართებაში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის 2007-2008 წლის მონაცემებზე დაყრ...
Rate this blog entry:
Continue reading
942
0 Comments
Write a Comment
თებ
19

რატომ აფინანსებს საქართველო მომავალ უმუშევრებს?

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ პირდაპირ ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ უმუშევრობას, რადგან ვაფინანსებთ პროფესიებს, რომლებიც შემდგომში შეიძლება არ იყოს მოთხოვნადი. გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი   თუ საშუალო განათლებამიღებული ადამიანების რაოდენობით ვიმსჯელებთ, საქართველოში განათლების დონე მაღალია, ბევრი სხვა ყოფილი სოციალისტური ქვეყნის მსგავსად. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბიზნესის კეთების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი გარემოება (ყოველ შემთხვევაში, 2013 წლიდან) არის „არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალა“. არა დანაშაული, კორუფცია, წვდომა ფინ...
Rate this blog entry:
Continue reading
1227
0 Comments
Write a Comment
მარ
11

როცა კუთხის მაღაზიის მეზობლად კარფური იხსნება

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში დიდმა სუპერმარკეტებმა (ყველა თანამედროვე საცალო სავაჭრო ობიექტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფორმატის – ჰიპერმარკეტის, კუთხის მაღაზიის, სუპერმარკეტის – მაღაზიათა ქსელს)  შეცვალეს საცალო ბიზნესის ლანდშაფტი: გაზარდეს მაღაზიის ზომები, გააჩინეს მეტი თარო, გააფართოეს საქონლისა და მომსახურების ასორტიმენტი და დაიწყეს აქტიური მარკეტინგული სტრატეგიების გამოყენება. განვითარებად ქვეყნებში ეგრეთწოდებული „სუპერმარკეტების რევოლუცია“ 1990-იან წლებში დაიწყო და დღეს უკვე ბევრ ქვეყანაში სუპერმარკეტები არამხოლოდ მაღალ და საშ...
Rate this blog entry:
Continue reading
2852
0 Comments
Write a Comment
იან
14

როგორ გამოვაცოცხლოთ ქართული სოფლის მეურნეობა?

უკან ჩამორჩენილი 1990-1994 წლებში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 70%-ზე მეტით შემცირდა. ეს იყო ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა ქვეყნის უახლეს ისტორიაში. თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტი მას მერე, განსაკუთრებით კი 2003 წლიდან, სწრაფად იზრდებოდა და 2013 წელს 1990 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა. საინტერესოა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართული სოფლის მეურნეობის სექტორში ვითარება სრულებით სხვაგვარად ვითარდებოდა, რაც კარგად არის ნაჩვენები გრაფიკზე 1. გრაფიკი 1. მშპ ერთ სულ მოსახლეზე  და სოფლის მეურნეობის დამატებულ...
Rate this blog entry:
Continue reading
2142
0 Comments
Write a Comment

Our Partners