ISET

2015 – 2019 წწ. სოფლის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში მცირედით შემცირდა, 42.6%-დან 41.3%-მდე.  იმავე პერიოდში ასევე შემცირდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში: 2015 წელს ეს მაჩვენებელი 9.1% იყო, ხოლო 2018 წელს 7.7% იყო. 2018 წელს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება. მემცენარეობაში ფიქსირდება 10.9%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით, ხოლო მეცხოველეობაში - 2.1%-ანი. რაც შეეხება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტს, ყველაზე მაღალი კლება იყო ყურძენსა და ბოსტნეულზე,ხოლო ყველაზე მაღალი ზრდა ხორცსა და სიმინდზე.

2014-2017 წლების მონაცემებთან შედარებით, 2018 წელს გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები როგორც პროცენტული, ასევე აბსოლუტური მნიშვნელობით. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ წამოების დონის ზრდამ გამოიწვია გაყიდვების ზრდაც. გარდა ამისა, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების ზრდა შესაძლებელია, გამოწვეული იყოს იმითაც, რომ შინამეურნეობები სხვა წყაროებიდან იღებენ შემოსავლებს. ვინაიდან 2018 წელს მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები არ დაფიქსირებულა, აღნიშნული ზრდის მთავარი მიზეზი წარმოების ზრდაა.

რაც შეეხება ფასებს. წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 1.2%-ით გაიზარდა, რამაც სფი 0.37 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სურსათის ფასების ცვლილებაზე ძირითადი გავლენა შემდეგმა ჯგუფებმა მოახდინა: ბოსტნეული და ბაღჩეული (+8.1%), ხილი და ყურძენი (7.1%) და რძე, ყველი და კვერცხი (-5.7%). წინა წელთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9%-ით, რამაც სფი 2.43 პროცენტული პუნქტით გაზარდა. 2019 წლის მაისში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა სურსათის შემდეგ ჯგუფებში შემავალმა პროდუქტებმა: ბოსტნეული და ბაღჩეული (+33.7%), თევზეული (+13.5%) და ხილი და ყურძენი (-19.9%).


სრული ანგარიშის ჩამოტვირთვა

 

აგრო მიმოხილვის პუბლიკაციები

  • ივნისი, 2020 | აგრო მიმოხილვა

    2020 წლის 15 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სოფლის მეურნეობის ყოველწლიური სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2019“ გამოაქვეყნა. პუბლიკაციის მიხედვით, 2019 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი ნომინალურ მშპ-ში 7.2% იყო, რაც მცირედით ჩამოუვარდება 2018 წლის მაჩვენებელს (7.8%), თუმცა თანხვედრაშია ბოლო ხუთი წლის ზოგად ტენდენციასთან (საშულოდ, მშპ-ის 7-8%). ნომინალურად, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის გამოშვება 4%-ით გაიზარდა. რეალურად კი, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი 2019 წლის მშპ-ში 7.4% იყო, რაც 2018 Read More
  • დეკემბერი 2019 | აგრო მიმოხილვა

    10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ამ ბიუჯეტის მიხედვით, ასიგნებები 14.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. აქედან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე (MEPA) 353 მილიონი ლარი (მთლიანი ბიუჯეტის 2.4%) მოდის, უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამინისტრო დაახლოებით 293 მილიონ ლარს დახარჯავს (მთლიანი ბიუჯეტის 2.0%), 60 მილიონი ლარი კი გარემოს დაცვის მიმართულებას მოხმარდება (მლიანი ბიუჯეტის 0.4%). Read More
  • ოქტომბერი 2019 | აგრო მიმოხილვა

    2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლისა და სოფლის მეურნეობის ახალი სტრატეგიის სამუშაო ვერსიის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. სტრატეგია განსაზღვრავს სამ ძირითად მიზანს, რომელიც მიღწეულ უნდა იქნას 2027 წლისთვის: 1. კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების განვითარება; 2. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია; Read More
  • ივნისი 2019 | აგრო მიმოხილვა

    2015 – 2019 წწ. სოფლის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში მცირედით შემცირდა, 42.6%-დან 41.3%-მდე.  იმავე პერიოდში ასევე შემცირდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში: 2015 წელს ეს მაჩვენებელი 9.1% იყო, ხოლო 2018 წელს 7.7% იყო. 2018 წელს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება. მემცენარეობაში ფიქსირდება 10.9%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით, ხოლო მეცხოველეობაში - 2.1%-ანი. რაც შეეხება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტს, ყველაზე მაღალი კლება იყო ყურძენსა და ბოსტნეულზე,ხოლო ყველაზე მაღალი ზრდა ხორცსა და სიმინდზე. Read More
  • მაისი 2019 | აგრო მიმოხილვა

    აგროდაზღვევის პროგრამა დაიწყო 2014 წლის სექტემბერში. პროგრამა სუბსიდირებულია სახელმწიფოს მიერ და ხორციელდება რვა სადაზღვევო კომპანიის მიერ. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის). პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ 49.3 ათასი ფერმერი (უნიკალური ბენეფიციარი) დაეზღვია. მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი იყო 2014 წელს, ხოლო შემდეგ შემცირდა სახელმწიფო სუბსიდიების შემცირების (90% -დან 70% -მდე) გამო. ამასთანავე, შემდეგ წლებში გადაიწია პროგრამის დაწყების თარიღმა და ახალი მოთხოვნები დაინერგა პროგრამის განხორციელებისას. Read More
  • აპრილი 2019 | აგრო მიმოხილვა

    2018 წელს, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (პუი) სოფლის მეურნეობაში შეადგინა 15.9 მლნ აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი პუი 2018 წელს შემცირდა 2017 წელთან შედარებით, პუი სოფლის მეურნეობის სექტორში მნიშვნელოვნად გაიზარდა (28.2%-ით). 2018 წელს, ყველაზე მაღალი პუი სოფლის მეურნეობაში დაფიქსირდა მეორე კვარტალში, ხოლო პირველ კვარტალში დაფიქსირდა მცირე ოდენობით კაპიტალის გადინება (უარყოფუთი პუი), რასაც შემდეგ მოჰყვა მნიშვნელოვანი ზრდა მომდევნო კვარტლებში. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზრდება, სოფლის მეურნეობაში პუი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სექტორში წარმოების ზრდისთვის. Read More
  • მარტი 2019 | აგრო მიმოხილვა

    საქსტატის 2018 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. ეს იგივე ზრდის ტემპია, რაც 2017 წელს დაფიქსირდა. 2017 წელი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის საკმაოდ ბევრი გამოწვევით ხასიათდებოდა,  რის შედეგადაც სექტორში გამოშვება 3.5%-ით შემცირდა. 2017 წლისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობას 2018 წელს დადებითი ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა ეს ზრდა საკმაოდ მოკრძალებული იყო და 0.7% შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან მშპ-ში შემცირებას განაგრძობს და 2018 წელს 7.7% შეადგინა, მაშინ როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი Read More
  • 1
  • 2
  • 3

Our Partners