ISET

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მიწის ბაზრის განუვითარებლობაა. არარეგისტრირებული მიწების დიდი რაოდენობა ხელს უშლის მიწების კონსოლიდაციასა და დარგში პროდუქტიულობის გაზრდას. იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მიწის რეგისტრაციის 2016 წლის რეფორმის ფარგლებში, 543,139 ფიზიკურმა პირმა დაარეგისტრირა  130,943 ჰა მიწა;  1,431 იურიდიულმა პირმა დაარეგისტრირა 1,793 ჰა, ხოლო საჯარო საკუთრებაში მოექცა 34,131 საჯარო დაწესებულების 169,241 ჰა მიწა. 2016 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებულ იქნა 1,212,173 ჰა მიწა, ხოლო შემდგომ  დამატებით 301,976 ჰა. დღეისთვის მთლიანი რეგისტრირებული მიწის ფართობი შეადგენს 1,514,149 ჰა, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწების 45%-ია, ხოლო დანარჩენი 55% არ არის რეგისტრირებული. 2016 წლის შემდეგ რეგიონებში ყველაზე დიდი ფართობის რეგისტრირება მოხდა კახეთში, ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობის ნაკვეთების რეგიტრაცია მოხდა იმერეთში.

რაც შეეხება საკვების ფასებს, წინა წელთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 3.2%-ით გაიზარდა, რამაც სფი 1.0 პროცენტული პუქტით გაზარდა. 2019 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა სურსათის შემდეგ ჯგუფებში შემავალმა პროდუქტებმა:  თევზეული (+12.3%), პური და პურპროდუქტები (+10%), ბოსტნეული და ბაღჩეული (+6.5%).

2019 წლის იანვარში ბოსტნეულის კატეგორიაში შემავალი პროდუქტების ფასები 2018 წლის დეკემბეთან შედარებით 15.8%-ით, ხოლო 2018 წლის იანვართან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის იანვარში კომბოსტოს ფასები ყველაზე მეტად, 75%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. კომბოსტოს ფასების ასეთი ზრდა გასაკვირია, როცა წელი მხოლოდ ახლა დაიწყო. ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, კომბოსტოს იმპორტის როგორც ღირებულება, ისე რაოდენობაც გაიზარდა. 2019 წლის იანვარში კომბოსტოს იმპორტის ღირებულებამ 80,311 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს - 44,048 აშშ დოლარს, 82%-ით აღემატება. იმავე პერიოდში, კომბოსტოს იმპორტის რაოდენობა 132%-ით გაიზარდა, 200.64 ტონიდან 466.38 ტონამდე. იმპორტის ზრდას, წესით, ფასების შემცირება უნდა გამოეწვია, თუ ადგილობრივი წარმოება არ არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, კომბოსტოს ფასების ზრდა შესაძლოა, ადგილობრივი წარმოების შემცირებას გამოეწვია. სამწუხაროდ, წარმოების შესახებ სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

სრული ანგარიშის ჩამოტვირთვა

აგრო მიმოხილვის პუბლიკაციები

  • ივნისი, 2020 | აგრო მიმოხილვა

    2020 წლის 15 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სოფლის მეურნეობის ყოველწლიური სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2019“ გამოაქვეყნა. პუბლიკაციის მიხედვით, 2019 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი ნომინალურ მშპ-ში 7.2% იყო, რაც მცირედით ჩამოუვარდება 2018 წლის მაჩვენებელს (7.8%), თუმცა თანხვედრაშია ბოლო ხუთი წლის ზოგად ტენდენციასთან (საშულოდ, მშპ-ის 7-8%). ნომინალურად, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის გამოშვება 4%-ით გაიზარდა. რეალურად კი, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი 2019 წლის მშპ-ში 7.4% იყო, რაც 2018 Read More
  • დეკემბერი 2019 | აგრო მიმოხილვა

    10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ამ ბიუჯეტის მიხედვით, ასიგნებები 14.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. აქედან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე (MEPA) 353 მილიონი ლარი (მთლიანი ბიუჯეტის 2.4%) მოდის, უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამინისტრო დაახლოებით 293 მილიონ ლარს დახარჯავს (მთლიანი ბიუჯეტის 2.0%), 60 მილიონი ლარი კი გარემოს დაცვის მიმართულებას მოხმარდება (მლიანი ბიუჯეტის 0.4%). Read More
  • ოქტომბერი 2019 | აგრო მიმოხილვა

    2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლისა და სოფლის მეურნეობის ახალი სტრატეგიის სამუშაო ვერსიის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. სტრატეგია განსაზღვრავს სამ ძირითად მიზანს, რომელიც მიღწეულ უნდა იქნას 2027 წლისთვის: 1. კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების განვითარება; 2. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია; Read More
  • ივნისი 2019 | აგრო მიმოხილვა

    2015 – 2019 წწ. სოფლის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში მცირედით შემცირდა, 42.6%-დან 41.3%-მდე.  იმავე პერიოდში ასევე შემცირდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში: 2015 წელს ეს მაჩვენებელი 9.1% იყო, ხოლო 2018 წელს 7.7% იყო. 2018 წელს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება. მემცენარეობაში ფიქსირდება 10.9%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით, ხოლო მეცხოველეობაში - 2.1%-ანი. რაც შეეხება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტს, ყველაზე მაღალი კლება იყო ყურძენსა და ბოსტნეულზე,ხოლო ყველაზე მაღალი ზრდა ხორცსა და სიმინდზე. Read More
  • მაისი 2019 | აგრო მიმოხილვა

    აგროდაზღვევის პროგრამა დაიწყო 2014 წლის სექტემბერში. პროგრამა სუბსიდირებულია სახელმწიფოს მიერ და ხორციელდება რვა სადაზღვევო კომპანიის მიერ. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის). პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ 49.3 ათასი ფერმერი (უნიკალური ბენეფიციარი) დაეზღვია. მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი იყო 2014 წელს, ხოლო შემდეგ შემცირდა სახელმწიფო სუბსიდიების შემცირების (90% -დან 70% -მდე) გამო. ამასთანავე, შემდეგ წლებში გადაიწია პროგრამის დაწყების თარიღმა და ახალი მოთხოვნები დაინერგა პროგრამის განხორციელებისას. Read More
  • აპრილი 2019 | აგრო მიმოხილვა

    2018 წელს, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (პუი) სოფლის მეურნეობაში შეადგინა 15.9 მლნ აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი პუი 2018 წელს შემცირდა 2017 წელთან შედარებით, პუი სოფლის მეურნეობის სექტორში მნიშვნელოვნად გაიზარდა (28.2%-ით). 2018 წელს, ყველაზე მაღალი პუი სოფლის მეურნეობაში დაფიქსირდა მეორე კვარტალში, ხოლო პირველ კვარტალში დაფიქსირდა მცირე ოდენობით კაპიტალის გადინება (უარყოფუთი პუი), რასაც შემდეგ მოჰყვა მნიშვნელოვანი ზრდა მომდევნო კვარტლებში. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზრდება, სოფლის მეურნეობაში პუი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სექტორში წარმოების ზრდისთვის. Read More
  • მარტი 2019 | აგრო მიმოხილვა

    საქსტატის 2018 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. ეს იგივე ზრდის ტემპია, რაც 2017 წელს დაფიქსირდა. 2017 წელი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის საკმაოდ ბევრი გამოწვევით ხასიათდებოდა,  რის შედეგადაც სექტორში გამოშვება 3.5%-ით შემცირდა. 2017 წლისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობას 2018 წელს დადებითი ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა ეს ზრდა საკმაოდ მოკრძალებული იყო და 0.7% შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან მშპ-ში შემცირებას განაგრძობს და 2018 წელს 7.7% შეადგინა, მაშინ როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი Read More
  • 1
  • 2
  • 3

აგრო მიმოხილვა

თებერვალი 2019

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მიწის ბაზრის განუვითარებლობაა. არარეგისტრირებული მიწების დიდი რაოდენობა ხელს უშლის მიწების კონსოლიდაციასა და დარგში პროდუქტიულობის გაზრდას. იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მიწის რეგისტრაციის 2016 წლის რეფორმის ფარგლებში, 543,139 ფიზიკურმა პირმა დაარეგისტრირა  130,943 ჰა მიწა;  1,431 იურიდიულმა პირმა დაარეგისტრირა 1,793 ჰა, ხოლო საჯარო საკუთრებაში მოექცა 34,131 საჯარო დაწესებულების 169,241 ჰა მიწა. 2016 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებულ იქნა 1,212,173 ჰა მიწა, ხოლო შემდგომ  დამატებით 301,976 ჰა. დღეისთვის მთლიანი რეგისტრირებული მიწის ფართობი შეადგენს 1,514,149 ჰა, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწების 45%-ია, ხოლო დანარჩენი 55% არ არის რეგისტრირებული. 2016 წლის შემდეგ რეგიონებში ყველაზე დიდი ფართობის რეგისტრირება მოხდა კახეთში, ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობის ნაკვეთების რეგიტრაცია მოხდა იმერეთში.

რაც შეეხება საკვების ფასებს, წინა წელთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 3.2%-ით გაიზარდა, რამაც სფი 1.0 პროცენტული პუქტით გაზარდა. 2019 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა სურსათის შემდეგ ჯგუფებში შემავალმა პროდუქტებმა:  თევზეული (+12.3%), პური და პურპროდუქტები (+10%), ბოსტნეული და ბაღჩეული (+6.5%)

Our Partners