ISET

კვლევა მოიცავს საპროცენტო განაკვეთების შედარებას საცალო საკრედიტო პროდუქტებისათვის საქართველოში და გარდამავალი ეკონომიკის მქონე შერჩეულ ქვეყნებში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე კვლევაში შესულ დსთ-ის ქვეყანებში (კერძოდ, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და, უმეტეს შემთხვევაში, სომხეთში), მაგრამ ისინი აღემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფს, განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის. თუმცა, სესხის გაცემისთვის აუცილებელი ფულადი სახსრების მოზიდვის ხარჯებით კორექტირების შემდეგ, საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

აღნიშნული პროექტის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს მთავრობის პოლიტიკისა და დონორების მიერ დაფინანსებული პროგრამების რეგულარული განხილვისთვის ბუნებრივი პლატფორმის შექმნა, რათა წავახალისოთ ინკლუზიური ზრდა. ჯამში, პროექტის ფარგლებში, ISET-მა უკვე უმასპინძლა შვიდ დებატსა და სამი პროექტის პრეზენტაციას. განხილულ თემებს შორის იყო ფერმერთა კოოპერატივები, შინამეურნეობები, ტურიზმი, პროფესიული განათლების სისტემა, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება, წვდომა ენერგიაზე.

Our Partners