ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
აპრ
01

ფიტკოინის რევოლუცია!

  ◊ ◊ ◊ ერთ დროს საქართველოს აბუ-გრეიბში, გლდანის მე-8 დაწესებულებაში 2012 წლის სექტემბრის ავადსახსენებელი მოვლენების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 2013 წელს დაწესებულების პერსონალი შეიცვალა ან გადამზადდა, რის შედეგადაც თანდათან და ეფექტურად აღმოიფხვრა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. 2014 წელს დაწესებულებას გადაეცა ქვეყნის საუკეთესო გამოსასწორებელი დაწესებულების ჯილდო. 2015 წელს ციხის ტერიტორიაზე 18 ჰა მიწა გადაეცა  საერთაშორისო ბიტკოინის ინდუსტრიის პიონერს, Bitfury-ს. კომპანიამ დაახლოებით 100 მლნ. აშშ დოლარის ინვეტიცია ჩადო გლდ...
Rate this blog entry:
Continue reading
848
0 Comments
Write a Comment
მარ
26

პეპსი, მაკდონალდსი და აღთქმული მიწა

1991 წელს დავესწარი კონფერენციას „აქვს თუ არა სოციალიზმს მომავალი?“, რომელსაც ჩემმა ალმა მატერმა, იერუსალიმის ებრაულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. სესიაში, რომელიც ყველაზე ნათლად დამამახსოვრდა, უნგრელი დისიდენტი პოეტი მონაწილეობდა, რომელიც არაეფექტურ კომუნისტურ პროპაგანდას დასცინოდა. „კომუნისტები, – უყვებოდა პოეტი დადებითად განწყობილ აუდიტორიას, – ცდილობდნენ, დავეჯერებინეთ, რომ ჯინსები ახალგაზრდა მამაკაცებში იმპოტენციას იწვევს, კოკა-კოლა კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა“. ამ დროს საკონფერენციო დარბაზის ბოლოში გაისმა ქალის აკანკალებული ხმა: „კი მაგრამ...
Rate this blog entry:
Continue reading
1017
0 Comments
Write a Comment
მარ
19

2018 – გარდამტეხი წელი ქართული ელექტროენერგიის ბაზრისთვის?

წელს საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდება. ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამ და 2016 წლის ოქტომბერში ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებამ ქვეყანას დააკისრა ვალდებულება, ელექტროენერგიის ბაზარზე რეფორმები გაატაროს. ამიტომ 2018 წელი ელექტროენერგიის ბაზრისთვის გარდამტეხი წელი იქნება. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში გაერთიანებით საქართველომ იკისრა ვალდებულება, დანერგოს: 1) 2009/72/EC დირექტივა, რომელიც არეგულირებს ელექტროენერგიის შიდა ბაზრის ზოგად წესებს, 2) #714/2009 რეგულაცია, რომელიც ადგე...
Rate this blog entry:
Continue reading
851
0 Comments
Write a Comment
მარ
12

აქვს თუ არა საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩრდილოვანი ეკონომიკა მსოფლიოში?

2018 წლის იანვარში გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კვლევა, რომელშიც მოცემულია 158 ქვეყნის ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომის შესწავლის ახალი შედეგები 1991-2015 წლებისთვის. ნაშრომის ავტორების, მედინასა და შნაიდერის (2018 წ.) აზრით, აღნიშნულ პერიოდში ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოში, საშუალოდ, მშპ-ის 64.9%-ს შეადგენდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია მსოფლიოში! 2015 წელს (ბოლო წელი რომელსაც მოიცავს კვლევა), საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 53%-მდე დავიდა. თუმცა, ამ შედეგის მიუხედავად, მსოფლიო რეიტინგში საქართველო მხო...
Rate this blog entry:
Continue reading
1311
0 Comments
Write a Comment
მარ
05

რა შეიძლება ასწავლოს საქართველომ შვედეთს ენერგოეფექტურობაზე?

მჯერა, ყველა ჩვენგანი ფიქრობს, რომ ტექნოლოგია კარგია. შეიძლება ისიც გვჯეროდეს, რომ ეს პროგრესის ნიშანია. როგორც იქნა, ძალიან ჭკვიანმა ინჟინრებმა იხსნეს კაცობრიობა, რადგან მათ არა მხოლოდ წარმოიდგინეს, არამედ შექმნეს კიდეც ისეთი მოწყობილობები, რომლებიც  მასებს წუთებისა და წამების დაზოგვაში ეხმარება. რა თქმა უნდა, უამრავი მიზეზი არსებობს, ვამტკიცოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური მიღწევები. ეს მიღწევები შეიძლება გამოვიყენოთ ახალგაზრდების დასაქმების წასახალისებლად ან ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანისთვის ავტომატური მტვერსასრუტის შესაქმნელად. ან რ...
Rate this blog entry:
Continue reading
896
0 Comments
Write a Comment
თებ
26

ახლა ბიო პროდუქტებია მოდაში!

წლიდან წლამდე ბიო პროდუქტების ბაზრისადმი ინტერესი მთელ მსოფლიოში იზრდება. STATISTA-ის მონაცემებით, 21-ე საუკუნეში მსოფლიოში ბიო პროდუქტების გაყიდვების მაჩვენებელი ხუთჯერ გაიზარდა (თუ 2000 წელს 18 მლრდ. აშშ დოლარი იყო, 2016 წელს უკვე 90 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა), TechSci Research-ის მონაცემებს თუ დავუჯერებთ, 2017-2022 წლებში ბაზრის მთლიანი ღირებულება წლიურად 16.15%-ით გაიზრდება. რეალურად ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ბიო პროდუქტების მიწოდების ზრდა ფეხს ვერ უწყობს მოთხოვნის ზრდას (OCA, 2018 წ.), რადგან ტრადიციული ფერმერობიდან ბიო ფერმერობაზე გადასვლა ხან...
Rate this blog entry:
Continue reading
2119
2 Comments
Write a Comment

Our Partners