ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
აპრ
16

წარმატებული თებერვალი ელექტროენერგიის წარმოებისთვის: შარშანდელი ვნებათაღელვის შემდეგ, შეფასების დრო დადგა

2017 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებასა და მოხმარებას შორის ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა. სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა 2017 წლის მარტში. გაზრდილმა სხვაობამ და ისტორიულმა ტენდენციამ, რომელიც ამ სხვაობის ზრდაზე მიანიშნებდა, წაახალისა პოლიტიკის ვარიანტები, რომლებიც აქცენტს ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტიციების ჩადებაზე ამახვილებს. პოლიტიკის ამ ვარიანტების მიზანი არის მომავალში ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემების თავიდან აცილება, რაც შეიძლება ელექტროენერგიის გათიშვებმა და სწრაფად მზარდმა ფასებმა გამოიწვიოს. სტრატეგი...
Rate this blog entry:
Continue reading
657
0 Comments
Write a Comment
აპრ
16

რა ვიცით, რომ არ ვიცით წყლის რესურსების მართვაზე (და როგორ გადავჭრათ პრობლემა)

საქართველოს მთავრობა უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან (AA) ჰარმონიზების პროცესში. რეფორმის განსაკუთრებით პრობლემური ნაწილი ეხება 2000/60/EC დირექტივის განხორციელებას, რომელიც წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) სახელით არის ცნობილი. წყლის რესურსების სწორი მართვა უკიდურესად რთული წამოწყებაა, რომელიც ყველა მექანიზმის სიღრმისეულ გააზრებას საჭიროებს. წყლის რესურსების არასწორმა მართვამ შეიძლება უარყოფით გრძელვადიან შედეგებამდე მიგვიყვანოს, როგორც ქვეყნის განვითარების პერსპექტივების, ისე საზოგადოების კეთილდღეობის თვალ...
Rate this blog entry:
Continue reading
607
0 Comments
Write a Comment
აპრ
08

იმუშავებს კვოტები?!

განათლებაში, პოლიტიკაში მონაწილეობასა და პროფესიულ განვითარებაში მომხდარი არსებითი ცვლილებების მიუხედავად, ქალები მაინც ნაკლებად არიან წარმოდგენილი წამყვან პოლიტიკურ პოზიციებზე. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. 2017 წელს გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსის (GGI)1 მიხედვით, ქვეყანამ 94-ე ადგილი დაიკავა (144 ქვეყანას შორის), რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ვერ ახერხებს გენდერული უთანასწორობის პრობლემის აღმოფხვრას. GGI არის გენდერული თანასწორობის ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული საზომი, რომელიც აფასებს ქვეყნის პროგრესს დროთა განმავლობაში. ეკონომიკური ჩა...
Rate this blog entry:
Continue reading
698
0 Comments
Write a Comment
აპრ
07

ბლოკჩეინი სოფლის მეურნეობაში: მომავალი ჯერ არ დაწერილა

შარშან ბიტკოინისა და ეთერიუმის კრიპტოვალუტების აურზაურის შემდეგ ბლოკჩეინის ტექნოლოგია ყურადღების ცენტრში მოექცა. ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები ერთმანეთს ასწრებენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვას. დღეისთვის ფინანსური ინსტიტუტების დაახლოებით 15% ტრანზაქციების დაზღვევისა თუ დადასტურებისთვის უკვე ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. IBM იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც დაინახა ბლოკჩეინის პოტენციალი და დაიწყო ამ კონცეფციაზე მომუშავე სტარტაპების წახალისება. ჯერჯერობით ბლოკჩეინის ტექნოლოგია მხოლოდ კრიპტოვალუტებთან ასოცირდება, თუმცა მისი გამოყენება შეს...
Rate this blog entry:
Continue reading
1088
0 Comments
Write a Comment
აპრ
01

ფიტკოინის რევოლუცია!

  ◊ ◊ ◊ ერთ დროს საქართველოს აბუ-გრეიბში, გლდანის მე-8 დაწესებულებაში 2012 წლის სექტემბრის ავადსახსენებელი მოვლენების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 2013 წელს დაწესებულების პერსონალი შეიცვალა ან გადამზადდა, რის შედეგადაც თანდათან და ეფექტურად აღმოიფხვრა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. 2014 წელს დაწესებულებას გადაეცა ქვეყნის საუკეთესო გამოსასწორებელი დაწესებულების ჯილდო. 2015 წელს ციხის ტერიტორიაზე 18 ჰა მიწა გადაეცა  საერთაშორისო ბიტკოინის ინდუსტრიის პიონერს, Bitfury-ს. კომპანიამ დაახლოებით 100 მლნ. აშშ დოლარის ინვეტიცია ჩადო გლდ...
Rate this blog entry:
Continue reading
746
0 Comments
Write a Comment
მარ
26

პეპსი, მაკდონალდსი და აღთქმული მიწა

1991 წელს დავესწარი კონფერენციას „აქვს თუ არა სოციალიზმს მომავალი?“, რომელსაც ჩემმა ალმა მატერმა, იერუსალიმის ებრაულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. სესიაში, რომელიც ყველაზე ნათლად დამამახსოვრდა, უნგრელი დისიდენტი პოეტი მონაწილეობდა, რომელიც არაეფექტურ კომუნისტურ პროპაგანდას დასცინოდა. „კომუნისტები, – უყვებოდა პოეტი დადებითად განწყობილ აუდიტორიას, – ცდილობდნენ, დავეჯერებინეთ, რომ ჯინსები ახალგაზრდა მამაკაცებში იმპოტენციას იწვევს, კოკა-კოლა კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა“. ამ დროს საკონფერენციო დარბაზის ბოლოში გაისმა ქალის აკანკალებული ხმა: „კი მაგრამ...
Rate this blog entry:
Continue reading
926
0 Comments
Write a Comment

Our Partners