ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ნოე
26

რაც არ გკლავს... ანუ თხილის ამბავი

2018 წლის 15 ნოემბერს, აგრარული პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა  დაინტერესებულ მხარეებს „ორგანული თხილის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის კერძო წარმომადგენლების კვლევა“ წარუდგინა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: HEKS-EPER South Caucasus, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი (ISET-PI), და შვედური ჰოლდინგი  PAKKA AG. შესავალი ეკონომიკური თვალსაზრისით, თხილი ისტორიულად საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი კულტურაა. ეს განპირობებულია იმით, რომ შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია თხილის მოყვანისთვის ხელსაყრელი ნიადაგითა და კლიმატური პირობებით გამოირჩევა. 2016 ...
Rate this blog entry:
Continue reading
490
0 Comments
Write a Comment
ნოე
20

შეიძლება თუ არა ფულით ბედნიერების ყიდვა? კვლევა ერევნის მაგალითზე

უკვე ოთხი წელია, ერევანში აღარ ვცხოვრობ. ამ დროის განმავლობაში, რამდენჯერაც ჩემს ქალაქში დავბრუნდი, უფრო და უფრო მეტი კაფე  (თანაც ძვირადღირებული და გაპრანჭული) შევნიშნე. დროთა განმავლობაში, ისიც შევამჩნიე, რომ კაფეების მომხმარებელთა რაოდენობაც იმატებს. ჰოდა, დავინტერესდი, მეჩვენება თუ ყველაფერი მართლაც ასეა. განსაკუთრებით ის პარადოქსული ფაქტი მაბნევს, რომ ხალხი ხელფასებსა და ცხოვრების პირობებზე გამუდმებით წუწუნებს, მაგრამ კაფეებში ფულის ხარჯვას მაინც არ ერიდებიან. ამის სანაცვლოდ ფული რომ დაეზოგათ და ცხოვრების პირობები გრძელვადიან პერიოდში გაეუმჯობე...
Rate this blog entry:
Continue reading
680
0 Comments
Write a Comment
ნოე
19

უნარიანი გადახდისუუნარობა

და, აი, ისევ დადგა წლის ის დრო, როდესაც ჩვენი სამყარო „მსოფლიო ბანკის“ Doing Business-ის გამოცემის გარშემო ტრიალს იწყებს. კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი, ვიტრაბახოთ, რა ადვილია საქართველოში ბიზნესის წამოწყება, რა დაბალია ბიზნესის გადასახადები და რამხელა წარმატებებს მივაღწიეთ კონტრაქტების აღსრულების მიმართულებით. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ყურადღება გადახდისუუნარობის ინდექსსაც დავუთმოთ. ამ მაჩვენებლით საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, რომლებიც ბიზნესის ხელშემწყობი სახარბიელო გარემოთი მაინცდამაინც არ გამოირჩევიან. საბედნიეროდ, როგორც ჩანს, საქართ...
Rate this blog entry:
Continue reading
481
0 Comments
Write a Comment
ნოე
05

კვლავ გახდა თუ არა რუსეთი საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მთავარი უცხოელი მიმწოდებელი?

აგვისტოში ელექტროენერგიის გამომუშავების დეფიციტის შემდეგ საქართველოს ამ კუთხით ისევ კლებადი ტრენდი ჰქონდა; აგვისტოსთან შედარებით, ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავება 2018 წლის სექტემბერში 14%-ით შემცირდა. ქართულმა ელექტროსადგურებმა 849 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავა, ხოლო შიდა ბაზარზე ელექტროენერგიის მოხმარებამ 955 მლნ. კვტ.სთ. შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ აგვისტოსთან შედარებით, მოხმარებამ 9%-ით იკლო. მიუხედავად სექტემბერში მოხმარების ამ მნიშვნელოვანი კლებისა, საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტირება უცხოეთის ბაზრებიდან მოუწია. უკანასკნელი 11 წ...
Rate this blog entry:
Continue reading
1003
0 Comments
Write a Comment
ოქტ
29

რა მოხდებოდა, თქვენ და თქვენს მეზობელს საერთო მიკრო ელექტროსადგური რომ გქონდეთ და საკუთარ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდეთ (და ქვეყნის საწარმოო პროცესს ეხმარებოდეთ)?

ოდესმე თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა საბჭოთა კავშირის დროინდელი თბილისის მრავალსართულიანი სახლები რომ გაერემონტებინათ და სახურავებზე მზის პანელები დაემონტაჟებინათ? ასეთი მომავლისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს და შესაძლოა, ამის ხელშეწყობა სახელმწიფოსთვისაც ხელსაყრელი იყოს. გასული წლის განმავლობაში, სქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 84% ჰიდროელექტროსადგურებზე მოდიოდა. თუმცა წყლის რესურსები დიდწილად ამინდის ცვალებადობაზეა დამოკიდებული. ჩვენს წინა ბლოგ-პოსტში აღვწერეთ, როგორ გამოიწვია ამინდის ცვლილებამ გამომუშავებასა და მოხმარებას შორის რეკორდული გა...
Rate this blog entry:
Continue reading
781
0 Comments
Write a Comment
ოქტ
28

ერთი ნაბიჯით წინ გრძელ გზაზე

„მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ (4IR –the Fourth Industrial Revolution), კაცობრიობამ ახალ ფაზაში შეაბიჯა. მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანისათვის 4IR ყოველდღიურ რეალობად იქცა, რომლის მეშვეობითაც იქმნება ბიზნეს შესაძლებლობები, ყალიბდება მთავრობები და ინდივიდები“, – კლაუს შვაბი, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე. პროფესორი შვაბის ხედვით, 4IR ეს ის მნიშვნელოვანი მიღწევები ხელოვნური ინტელექტის, გენეტიკის, გამოთვლით და სხვა მრავალ დარგში, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი სამყარო სუნთქვისშემკვრელი სისწრაფით იცვლება. სწორ...
Rate this blog entry:
Continue reading
542
0 Comments
Write a Comment

Our Partners