ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
აპრ
12

წითელი თუ ლურჯი!

ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ არის ქართული ოცნების ფერი ლურჯი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კი – წითელი? იქნებ, იმიტომ, რომ კონტრასტული ფერებია და სიმბოლურადაც სრულიად საპირისპირო იდეებს გამოხატავს?1 დიახ, სწორედ რომ კონტრასტია, რისკენაც ეს ორი პოლიტიკური ძალა ისწრაფვის. ალბათ, გაგიჭირდებათ, 2012 წლიდან მოყოლებული გაიხსენოთ საკითხი, რის გარშემოც ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ კონსენსუსს მიაღწიეს ან სცადეს, ემსჯელათ მაინც. ეუთოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის2 თანახმად, 2018 წლის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია საკამათო...
Rate this blog entry:
Continue reading
508
0 Comments
Write a Comment
მარ
29

ნეტო-აღრიცხვა – განხორციელებადი ,,მწვანე“ ალტერნატივა გამომუშავებისა და მოხმარების დეფიციტის აღმოსაფხვრელად?

  2019 წლის თებერვალში, საქართველოს ელექტროსადგურებმა  939 მილიონი კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.5%-ით აღემატება. თავის მხრივ, მოხმარებამ 1 037 კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც 2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, გამომუშავებასა და მოხმარებას  შორის დეფიციტი 22%-ით შემცირდა (-126-დან -98 მლნ. კვტ.სთ-მდე), უარყოფითი სხვაობა მაინც არსებითია. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს სხვაობა მთლიანად არ ასახავს საქართველოს ელექტროენერგიის დამოკიდებულების მასშტაბებს, რ...
Rate this blog entry:
Continue reading
428
0 Comments
Write a Comment
მარ
25

ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპიდემია სომხეთის შრომის ბაზარზე

სტატია ეფუძნება საველე კვლევებსა და ინტერვიუებს IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) ექსპერტებთან. განვითარებული ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ და ასეთი სწრაფი განვითარების პირობებში, ონლაინ სამყაროს ცვალებადმა ხასიათმა ჩვენი ცხოვრებაც მკვეთრად შეცვალა. ეჭვგარეშეა, რომ წლების განმავლობაში, ტექნოლოგიების მეშვეობით, არაჩვეულებრივი და საჭირო რესურსები შეიქმნა, რამაც ნებისმიერი ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი გახადა. კომპიუტერულმა პროგრამებმა მსოფლიო მოიცვა და რასაკვირველია, IT სფეროს პროფესიონალებისათვის ეს არაჩვეულებრივია. IT პროფესიონალები მხოლოდ Faceebok-სა დ...
Rate this blog entry:
Continue reading
397
0 Comments
Write a Comment
მარ
22

ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, „დიდი მონაცემები“ კაცობრიობისთვის: მონაცემების ალტერნატიული წყაროების გამოყენება ტურიზმის განვითარებისათვის

  თბილისში არაერთი შესანიშნავი შენობაა, მაგრამ იცით, ტურისტები რომელ მათგანს ანიჭებენ უპირატესობას? ან თუ დაფიქრებულხართ, რომელია მოგზაურების საყვარელი ქართული კერძი ან ღვინო? მონაცემთა შეგროვების თანამედროვე  ინსტრუმენტებისა და მეთოდების წყალობით ახლა უკვე გვაქვს მტკიცებულება, რომ ხაჭაპური ტურისტების ყველა დროის საყვარელი საჭმელია. 2018 წელს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (GNTA), Windfor’s-ის კომუნიკაციების სააგენტოსთან ერთად წამოიწყო კამპანია სახელწოდებით „ემოციები არის საქართველო“, რათა განესაზღვრათ, რა მოსწონთ ტურისტებს ყვე...
Rate this blog entry:
Continue reading
553
0 Comments
Write a Comment
მარ
15

თანაბარი უფლებები მხოლოდ ქალებისთვის არ არის: მზად ვართ თუ არა საქართველოში მამობის ახალი პოლიტიკისათვის?

წინამდებარე ბლოგი UNFPA-ის იმ პროექტის ფარგლებში დაიწერა, რომელიც დასაქმებული მშობლებისთვის შვებულების პოლიტიკის პოტენციური ცვლილებების ხარჯების შეფასებას ისახავს მიზნად. მოსახლეობის უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს, რომ მამაკაცებს საქართველოში შეუძლიათ ბავშვზე ზრუნვის მიზნით შვებულება აიღონ. ფაქტია, რომ 2011 წლიდან დღემდე თითზე ჩამოსათვლელია იმ მამაკაცთა რაოდენობა, რომელთაც საქართველოში ბავშვზე ზრუნვისათვის შვებულება აიღეს (მათ შორისაა ISET-ის კურსდამთავრებული, გიორგი ბალახაშვილიც). ჩემთვის, როგორც მომავალი მამისთვის, ეს თემა განსაკუთრებით საინტერესოა და ...
Rate this blog entry:
Continue reading
870
0 Comments
Write a Comment
მარ
04

ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურები და მოთხოვნა აფხაზეთში. რთული (და ხარჯიანი) თავსატეხი საქართველოსთვის

საქართველოს ელექტროენერგიის სისტემისათვის ზამთარი ყოველთვის პრობლემურ სეზონს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წყლის საკმაოდ უხვი რესურსი აქვს, ზამთარში რამდენიმე (სეზონური და მცირე) ჰიდროელექტროსადგური (ჰესი) ან საერთოდ წყვეტს ფუნქციონირებას ან ელექტროენერგიის გამომუშავებას საგრძნობლად ამცირებს. შესაბამისად, ზამთარში  ჰიდროენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ ორ დიდ ჰესზე, ენგურსა და ვარდნილზე მოდის. თუმცა სწორედ მაშინ, როდესაც გამომუშავებასა და მოხმარებას შორის უარყოფითი განსხვავება ყველაზე მაღალ მა...
Rate this blog entry:
Continue reading
499
0 Comments
Write a Comment

Our Partners