ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
სექ
16

ვინ იცავს დასაქმებულთა ინტერესებს?

დავუშვათ, გსურთ შეიძინოთ პომიდორი თბილისის ბოსტეულის ბაზარში. დახლზე ხედავთ საუკეთესო ხარისხის, წითელ პომიდორს. მის გვერდით კი, ზუსტად იგივე ფასად, იყიდება ნახევრად დამპალი პომიდორი. თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ გამყიდველმა სწორი გადაწყვეტილება არ მიიღო ფასების დაწესების დროს და იყიდით კარგი ხარისხის პომიდორს. როდესაც საუბრობენ საბაზრო ჩავარდნაზე, გულისხმობენ ეკონომიკაში ისეთ სიტუაციას სადაც შესაძლებელია ეკონომიკური აგენტების მდგომარეობის გაუმჯობესება სხვების მდგომარეობის გაუარსების გარეშე. სიტუაციას, როდესაც შეუძლებელია ასეთი გაუმჯობესება პარეტო ოპტიმუმი ე...
Rate this blog entry:
Continue reading
2926
0 Comments
Write a Comment
ივნ
30

ქართული ნეპოტიზმი

საქართველოში ხშირად სამსახური იშოვება არა სამართლიანი, წესისამებრ შერჩევის, არამედ პირადი კავშირების მეშვეობით. ეს ფაქტი კარგად არის ცნობილი, რომელსაც თითქმის არავინ არ უარყოფს. ეს იციან თითქმის ყველა ქართულ ფირმასა თუ დაწესებულებაში. საავადმყოფოში შეხვდებით „ექთანს“, რომელსაც ელემენტარული სამედიცინო ცოდნა არ გააჩნია, თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში შეხვდებით ფსიქიკურად დაავადებულ „დამლაგებელ ქალს“, რომელიც აგრესიული და უადგილო ქცევებით ხალხს აშინებს, რკინიგზის სადგურზე კი ბილეთს იყიდით მოლარისგან, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რეგულაციებზე, განრიგსა და მატ...
Rate this blog entry:
Continue reading
8811
0 Comments
Write a Comment
ივნ
20

რატომ უნდა გვაღელვებდეს არაფორმალური დასაქმება?

სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ, მოდით, განვმარტოთ, რას გულისხმობენ ეკონომისტები „არაფორმალურ დასაქმებაში“. ამ ტერმინთან დაკავშირებით გარკვეული დაბნეულობა არსებობს, და ზოგჯერ მას არასწორად იყენებენ როგორც გადასახადებისგან თავის არიდებისა თუ უკანონობის სინონიმს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Labor Organization - ILO) არაფორმალურ დასაქმებას განმარტავს შემდეგნაირად: „დასაქმება, რომელიც შედგება ერთეულებისგან, რომლებიც ჩართულნი არიან პროდუქციისა თუ მომსახურების წარმოებაში ამ პროცესში ჩართული ადამიანებისთვის დასაქმებისა და შემოსავლის მიცემის...
Rate this blog entry:
Continue reading
1815
0 Comments
Write a Comment
მაი
26

დისკრიმინაცია საქართველოში

2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად უყარა კენჭი კანონს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის შესახებ. კანონის მიზანია ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით თანაბარი სარგებლობის უზრუნველყოფა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, მოქალაქეობისა, წარმომავლობისა, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილისა, სიმდიდრისა თუ წოდებრივი სტატუსისა, რელიგიისა თუ რწმენისა, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული უნარისა...
Rate this blog entry:
Continue reading
3404
0 Comments
Write a Comment
მაი
23

ქართული ჩრდილოვანი ეკონომიკა – მისი წარსული და მემკვიდრეობა

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ საბჭოთა კავშირს საკმაოდ დიდი ჩრდილოვანი (არაფორმალური) ეკონომიკა ჰქონდა. საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო ძალიან მკაცრი ფორმალური სისტემა მაღალი დონის ბიუროკრატიითა და არაეფექტური დაგეგმარებით. ეს ბევრ პრობლემას ქმნიდა როგორც წარმოებაში, ისე მოხმარებაში. საბჭოთა მომხმარებელი განიცდიდა გამუდმებულ იმედგაცრუებასა და უკმაყოფილებას, რაც გამოწვეული იყო მისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების დაუსრულებელი ძიებით, რიგში დგომით, ყოველგვარი გარანტიის გარეშე, რომ მიიღებდა მისთვის სასურველ საქონელს, საკმაოდ მაღალი რისკით,...
Rate this blog entry:
Continue reading
2374
0 Comments
Write a Comment
თებ
14

როდესაც მორალი ზღუდავს ბაზარს

კარგად არის ცნობილი, რომ მთავრობის ჩარევამ, იქნება ეს გადასახადები თუ რეგულაციები, შეიძლება ხელი შეუშალოს ბაზრის მუშაობას. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ტიპის გავლენა, რომელმაც შეიძლება, ასევე, ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს ეკონომიკის ეფექტიანობაზე, თუმცა მასზე ნაკლებად საუბრობენ. საუბარია გარკვეულ ღირებულებებზე, ტრადიციებსა და მორალურ სტანდარტებზე, რომელთაც საზოგადოება იცავს. საზოგადოების მორალური ჩარჩო გარკვეულწილად აისახება მის საკანონმდებლო სისტემაზე და ამგვარად გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, მაგრამ უფრო ხშირად არაფორმალური კონსენსუსი, თუ რისი გაკეთება შეიძლე...
Rate this blog entry:
Continue reading
1473
0 Comments
Write a Comment

Our Partners