ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
დეკ
11

გაქვთ კითხვები დაგეგმილ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით? ესეც პასუხები

ბოლო თვეებში არაერთი კითხვა დაგვისვეს დაგეგმილ საპენსიო რეფორმაზე. აი, ჩვენი პასუხები. ვისთვის არის სავალდებულო სისტემაში ჩართვა? ვის შეუძლია მონაწილეობა/ფონდში თანხის შეტანა? დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ვინც იღებს წყაროსთან დაბეგრილ შემოსავალს, რადგან მათთვის  საშემოსავლო გადასახადს იხდის დამსაქმებელი. მათ, ვინც 40 წლისაა ან მეტის, ფონდში ჩართვიდან 3 თვის შემდეგ, შეეძლებათ, დატოვონ საპენსიო ფონდი. თუმცა ფონდიდან გასვლის ეს „ფანჯარა“ მათთვის დაიხურება ფონდში გაწევრიანებიდან 5 თვის შემდეგ. დაგროვებით ...
Rate this blog entry:
Continue reading
1322
0 Comments
Write a Comment
დეკ
09

რატომ ახდენს საქართველო ამდენი ელექტროენერგიის იმპორტს?

2017 წლის ოქტომბერში ქართულმა ჰიდროელექტროსადგურებმა 828 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც მცირედით (+0.79%) აღემატება სექტემბის მონაცემებს. ტრადიციული სეზონური თავისებურებებიდან გამომდინარე, განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი დაეცა და მთლიანი გამომუშავების 71% შეადგინა (სექტემბერში 87% იყო), მაშინ, როდესაც თბოელექტროსადგურების წილი პირიქით, გაიზარდა და მთლიანი წარმოების 29% შეადგინა (სექტემბერში დაფიქსირებულ 13%-თან შედარებით). თუმცა, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით მთლიანი გამომუშავება 8.7%-ით შემცირდა (2016 წლის...
Rate this blog entry:
Continue reading
1118
0 Comments
Write a Comment
დეკ
04

შენი სტუმარი ჩემი სტუმარია ანუ რატომ არ არის ტურიზმი ნულოვანი ჯამის თამაში

სამხრეთ კავკასიას მაღალი მთები ჰყოფს, რომლებიც ხშირად ხდება გადაულახავი პოლიტიკური საზღვრები და ეთნიკური კონფლიქტების ზონა. რეგიონში სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ერთად სამი არაღიარებული ტერიტორიაცაა. ნახიჭევანს აზერბაიჯანისგან სომხეთის სიუნიკის რეგიონი ჰყოფს. სომხეთის საზღვრები აზერბაიჯანსა და თურქეთთან კი პოლიტიკური მიზეზების გამო დაკეტილია. მართალია, პოლიტიკურად ერთ ადგილს ტკეპნიან, მაგრამ სამხრეთ კავკასიის რეგიონული გაერთიანების ეკონომიკური არგუმენტები მართლაც რომ ძლიერია. ერთი რამ ცხადია, ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის უმთავრესი გზებ...
Rate this blog entry:
Continue reading
1692
0 Comments
Write a Comment
ნოე
27

სჭირდება თუ არა საქართველოს მაღალკვალიფიციური მუშახელი?

სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე მისვლის პირველ დღეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების წყალობით, ე.წ. „ელიტების ჯგუფში“ მოვხვდი, რომლის პილოტირებაც თსუ-მა საუკეთესო სტუდენტების მოზიდვის მიზნით დაიწყო. ჯგუფში 50 სტუდენტი ვიყავით, უმეტესობა რიგითი ოჯახებიდან. ამიტომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონია იმის განცდა, რომ რაიმე „ელიტურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდა. თუმცა უნდა ვაღიარო, ჩემი „ელიტური“ სტატუსი საბოლოო ჯამში მომეწონა. არა იმიტომ, რომ „რიგით მოკვდავებზე“ მეტად აღვიქვი  თავი, არამე...
Rate this blog entry:
Continue reading
1097
0 Comments
Write a Comment
ნოე
20

აზიური შემოსევა: მყრალი ხოჭო საქართველოში

65 წლის ნიკოლოზ მ-მ სოფელ ჯიხაიშიდან 2012 წელს დაახლოებით 15,000 ლარის ინვესტიცია ჩადო 8.5 ჰა თხილის ბაღში, იმ იმედით, რომ ერთ დღეს მისი წამოწყება მომგებიან ბიზნესად იქცეოდა. ნიკოლოზს საქმე მართლაც კარგად მისდიოდა, სანამ მყრალი ხოჭო, იგივე აზიური ფაროსანა, როგორც მას ქართველები ეძახიან, არ გამოჩნდა მის ბაღში. ნიკოლოზი ჰექტარზე 800-1000 კგ. მოსავლის აღებას ელოდა, მაგრამ ხოჭოს შემოსევამ მოსავალი 30-35%-ით შეამცირა, რამაც ჰექტარზე 1000 ლარზე მეტით აზარალა. სოფლად მცხოვრები ოჯახისათვის, რომლის საშუალო წლიური ხელფასი 11,000 ლარია, 9,000 ლარის დაკარგვა დიდი და...
Rate this blog entry:
Continue reading
1547
0 Comments
Write a Comment
ნოე
06

გრძელი, ცხელი ზაფხული: რატომ გაჩნდა ამდენი ხანძარი და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება – ნაწილი II (ადამიანების მიერ გამოწვეული ხანძრები)

ტყის ხანძარი ადამიანის სიცოცხლესა და ქონებას საფრთხეს უქმნის. როგორც წინა სტატიაში ვისაუბრეთ, 2017 წლის ზაფხულში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, უჩვეულოდ ბევრი ტყის ხანძარი გაჩნდა. საქართველოში ამ თემამ საზოგადოებაში ცხარე დებატები გამოიწვია, კამათი მიდიოდა, ხანძრები თავისით გაჩნდა თუ ადამიანების მიერ იყო გამოწვეული. წინა სტატიაში განვიხილეთ, როგორ იწვევს ბუნებრივი მიზეზები ტყის ხანძრებს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ტყის ხანძრების გაჩენაში დიდი როლი შეიძლება ითამაშოს კლიმატის ცვლილებამ, რადგან მშრალი ამინდი და უფრო ხანგრძლივი ცხელი სეზონები ტყი...
Rate this blog entry:
Continue reading
1016
0 Comments
Write a Comment

Our Partners