ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ოქტ
22

ხორბლის ტრაილერების ადგილი აქ არ არის?!

დაახლოებით ორი თვის წინ, საქართველოს მთავრობამ იმპორტირებული ხორბლის ავტოტრანსპორტით გადაზიდვის შეზღუდვის გეგმის შესახებ განაცხადა. თუმცა ეს წამოწყება დაინტერესებული მხარეების (მათ შორის: ხორბლის მცირე იმპორტიორების, ტრაილერების მძღოლებისა და  წისქვილების, რომლებიც ავტოტრანსპორტით იმპორტირებულ ხორბალს იყენებენ) შეთანხმებული წინააღმდეგობის გამო მალევე შეწყდა. საპასუხო პროტესტმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შენობის სახურავზე ავიდა და ბენზინით თავის დაწვით იმუქრებოდა. ...
Rate this blog entry:
Continue reading
1241
0 Comments
Write a Comment
სექ
24

ბიოსფერული რეზერვატი – მოდელი რეგიონების მდგრადი განვითარებისათვის

„ჩვენ (National Geographic-ში) აუდიტორიას ვამოგზაურებთ ეთნოსფეროში და კულტურული საოცრებების ისეთ მრავალფეროვნებას ვთავაზობთ, რომლითაც შეუძლებელია არ აღფრთოვანდე... იმედია, ადამიანები ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღებენ და გაითავისებენ ანთროპოლოგიის მთავარ აღმოჩენას: სამყარო იმსახურებს მრავალფეროვნებას და ერთად უნდა გამოვნახოთ გზა, რომ ვიცხოვროთ მართლაც მულტიკულტურულ, პლურალისტულ მსოფლიოში, სადაც ხალხების ერთობლივი სიბრძნე საერთო კეთილდღეობაში შეიტანს წვლილს“. ნაწყვეტი National Geographic-ის მკვლევარის, უეიდ დევისის 2003 წლის „TED talk“-იდან: „ოცნებები გადა...
Rate this blog entry:
Continue reading
773
0 Comments
Write a Comment
ივნ
30

უძრავი ქონება = რეალური ინვესტიცია

ზაფხული კარგი დროა ზღვაზე სამოგზაუროდ, თუმცა ამჯერად მინდა, ჩემთან ერთად დროში იმოგზაუროთ. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში როგორ კამათობდნენ ხოლმე ადამიანები, „ხრუშჩოვკა“ ჯობია თუ „ჩეხური“. ოჯახები ყიდულობდნენ ბინებს და ინვესტიციას დებდნენ უძრავ ქონებაში. რთულია ზუსტი მიზეზის დადგენა, რატომ ამჯობინებენ ადამიანები უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩადებას, მაგრამ ხშირად მესმოდა სტანდარტული არგუმენტები: „რამე რომ მოხდეს, მაინც უძრავი ქონებაა,“ „თავშესაფარი მაინც მექნება,“ „სხვა ალტერნატივა არ არსებობს,“ „ჩემი შვილი მალე ცოლს მოიყვანს“ და ბევრი სხვა. გულწრფელად რომ გითხრ...
Rate this blog entry:
Continue reading
1046
0 Comments
Write a Comment
ივნ
18

ქართველი და სომეხი „საბრალონი“ და „თავზეხელაღებულნი“ ქუჩაში გადიან

საქართველოსა და სომხეთის მმართველი პარტიები სულ ცოტა ხნის წინ ტკბებოდნენ რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებლით. 2017 წელს სომხეთის შთამბეჭდავი, 7.5%-იანი და საქართველოს შედარებით მოკრძალებული 5%-იანი ზრდა ქებას ნამდვილად იმსახურებს. თუმცა ნიშნავს კი რამეს ეს რიცხვები ქართველებისა და სომხების უმრავლესობის ობიექტური კეთილდღეობისთვის? როგორ მოქმედებს მშპ-თი გაზომილი ეკონომიკური ზრდა ადამიანთა ბედნიერების სუბიექტურ აღქმაზე? რა კავშირშია ეს რიცხვები კრიმინალის დონესთან,  საზოგადოების სურვილთან, იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში ან მათ სწრაფვასთან სოციალური სა...
Rate this blog entry:
Continue reading
922
0 Comments
Write a Comment
ივნ
18

ლურჯი ფულის ძიებაში

შემთხვევით, 1.7 ტრილიონი აშშ დოლარი ხომ არ გაქვთ, რადგან საქართველოს მოსახლეობის 2-10%-ს ჯერ კიდევ შეზღუდული აქვს წვდომა სასმელ წყალზე (წყლისა და მშვიდობის გლობალური პანელი, 2017 წ.; წყლის მსოფლიო პარტნიორობა და OECD, 2015 წ.). 2050 წლისთვის კი მსოფლიოში ყოველი ოთხიდან ერთი ადამიანი დადგება სუფთა წყლის მიწოდების შეწყვეტის პრობლემის წინაშე (გაერო, 2018 წ.). სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მოვიძიოთ სუფთა წყლის მიწოდების უზრუნველყოფისთვის საჭირო ფინანსური ინსტრუმენტები. ამ ბლოგით შევეცდები, შევაფასო ის ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც OECD-მა (2018 წ.) დ...
Rate this blog entry:
Continue reading
754
0 Comments
Write a Comment
ივნ
11

ტკბილი პატარა ტყუილები – ის, რაც „გვაბედნიერებს“

2017 წლის 17 მაისს მთავრობამ თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები ოთხმოცდახუთი ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ახალმა რეგულაციამ, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევას კრძალავს, საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს კანონპროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად უმრავლესობის წევრმა, ქალბატონმა გუგული მაღრაძემ წარუდგინა, რომელმაც სულ ახლახანს ისაუბრა საქართველოში ჭარბწონიანობის პრობლემაზე, რომელიც ნაწილობრივ შაქრის ჭარბი  მოხმარებით არის გამოწვეული. ქართველმა საზოგადოებამ ეს განცხადება ჩათვალა როგორც მანი...
Rate this blog entry:
Continue reading
803
0 Comments
Write a Comment

Our Partners