ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
თებ
19

ვინ არის ქირურგი?

გამოცანები სახალისოა და ხანდახან მათგან იმაზე მეტს ვსწავლობთ, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითად, ეს გამოცანა ავიღოთ: ბიჭი და მისი მამა საშინელ ავარიაში მოყვნენ. მამა ადგილზე გარდაიცვალა, შვილი კი გადაუდებელი ოპერაციისთვის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. საოპერაციო განყოფილებაში შეყვანიდან ერთ წუთში, ოთახიდან სახელგანთქმული ქირურგი გამოვიდა და თქვა: „ამ ბიჭს ოპერაციას ვერ გავუკეთებ, ის ჩემი შვილია“. გამოიცანით, ვინ არის ქირურგი? იმედია, ბევრმა თქვენგანმა გამოიცნო ეს საკმაოდ აშკარა პასუხი: ქირურგი ბიჭის დედაა. ამ გამოცანამ პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა,...
Rate this blog entry:
Continue reading
580
0 Comments
Write a Comment
თებ
01

უნდა გვაღელვებდეს თუ არა გამომუშავების დეფიციტი ელექტროენერგიის ბაზარზე და რა შეიძლება გაკეთდეს მის აღმოსაფხვრელად?

2012-2016 წლებში მოხმარებასა და გამომუშავების წლიურ ტენდენციას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამ პერიოდში გამომუშავება მოხმარებას აჭარბებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამომუშავება-მოხმარებას შორის სხვაობა დადებითი იყო. თუმცა 2017 წელს ტენდენცია შიეცვალა და ადგილობრივი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი აღარ აღმოჩნდა. პირველ გრაფიკზე ვხედავთ, რომ 2018 წელს განსხვავება კიდევ უფრო გაღრმავდა, კერძოდ, გამომუშავება-მოხმარებას შორის უარყოფითი სხვაობა 2017-ის მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა (344 ...
Rate this blog entry:
Continue reading
500
0 Comments
Write a Comment
იან
25

რატომ უნდა იხდიდეს ყველა წყლის საფასურს და როგორ უნდა მოხდეს ეს (და, ალბათ, ასეც იქნება) საქართველოში

„წყალი ხომ მაინც გვაქვს ბევრი, რატომ უნდა ვიხდიდე წყალში ფულს?“ – ამ ფრაზას საქართველოში ხშირად გაიგონებთ, რასაც წყლის რესურსების სიუხვე განაპირობებს: წლიურად ერთ სულ მოსახლეზე მტკნარი წყლის განახლებადი რესურსის დაახლოებით 15 597 კუბური მეტრი მოდის, რაც ევროკავშირის მაჩვენებელს – 2 961 კუბურ მეტრს ერთ სულ მოსახლეზე (მსოფლიო ბანკი, 2014 წ.) – საგრძნობლად აღემატება. თუმცა რესურსის ქონა სულაც არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეგიძლია და თანაც – მდგრადად და გონივრულად. საქართველოს არ გააჩნია საკმარისი ინფრასტრუქტურა არც წყლის მიწოდებისთვის და არც სანიტარიული ...
Rate this blog entry:
Continue reading
500
0 Comments
Write a Comment
დეკ
28

უნდა გვქონდეს თუ არა მაღალი კონკურენცია ელექტროენერგიის გამომუშავების ბაზარზე?

რატომაა მნიშვნელოვანი ენერგიის ბაზრის კონკურენტულობა? რა დადებითი შედეგები აქვს ელექტროენერგიის მიწოდების ბაზრის კონკურენტულობის ზრდას? სოციალური ნამატის წარმოშობის მთავარი მიზეზია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა დაბალი ფასების პირობებში. ელექტროენერგიის ბაზარზე გაზრდილი კონკურენცია ავტომატურად ნიშნავს უფრო ჯანსაღ ბაზარს, რაც შესაძლოა ბაზრის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნაკლებ შემთხვევას ან არაეფექტიანი კომპანიების „ბუნებრივ გადარჩევასა“ და, შესაბამისად, ბაზრის საერთო ეფექტიანობის ზრდაში გამოიხატებოდეს. ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენციის ზრდა საქართ...
Rate this blog entry:
Continue reading
444
0 Comments
Write a Comment
დეკ
14

ვის უფრო ხშირად ასაქმებენ, გიორგის და მარიამს თუ არტურს და ზეინაბს?

ყველაფერი ჩემი სამაგისტრო ნაშრომით დაიწყო, რომლის საშუალებითაც ვეცადე, საქართველოში ეთნიკურ ქართველებსა და უმცირესობებს შორის ხელფასების სხვაობის მიზეზები გამეგო. მას შემდეგ ათ წელიწადზე მეტი გავიდა და ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალი სტატიას აქვეყნებს იმ ექსპერიმენტული მტკიცებულებების გამოყენებით, რომლებიც მე და ჩემმა კოლეგებმა შევაგროვეთ და გავაანალიზეთ შრომის ბაზრის თავისებურებების შესახებ ეთნიკურ უმცირესობებსა და ქალებთან მიმართებაში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის 2007-2008 წლის მონაცემებზე დაყრ...
Rate this blog entry:
Continue reading
655
0 Comments
Write a Comment
ნოე
30

ელექტროენერგიის მზარდი იმპორტი და იმპორტირებული ელექტროენერგიის მკვეთრად გაზრდილი ფასები: შემაშფოთებელი ტენდენცია თუ ხარვეზი მონაცემებში?

სექტემბრის ელექტროენერგიის გამომუშავების დეფიციტის შემდეგ კლებადი ტენდენცია ნარჩუნდება, მაშინ როცა მოხმარებასა და გამომუშავებას შორის არსებული განსხვავება კიდევ უფრო მწვავდება. სექტემბერთან შედარებით, 2018 წლის ოქტომბერში გამომუშავებამ 8%-ით იკლო, 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით კი – 5%-ით. გამომუშავების ეს წლიური შემცირება უმეტესწილად ჰიდრო  (-1%) და თბო ელექტროენერგიის კლებითაა (-17%) გამოწვეული, რაც საგრძნობლად აჭარბებს ქარის ენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდას (+4%). თვიდან თვემდე მთლიანი გამომუშავების შემცირება განახლებადი წყაროებიდან...
Rate this blog entry:
Continue reading
510
0 Comments
Write a Comment

Our Partners