ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

Sophiko Skhirtladze has not set their biography yet

თებ
19

ვინ არის ქირურგი?

გამოცანები სახალისოა და ხანდახან მათგან იმაზე მეტს ვსწავლობთ, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითად, ეს გამოცანა ავიღოთ: ბიჭი და მისი მამა საშინელ ავარიაში მოყვნენ. მამა ადგილზე გარდაიცვალა, შვილი კი გადაუდებელი ოპერაციისთვის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. საოპერაციო განყოფილებაში შეყვანიდან ერთ წუთში, ოთახიდან სახელგანთქმული ქირურგი გამოვიდა და თქვა: „ამ ბიჭს ოპერაციას ვერ გავუკეთებ, ის ჩემი შვილია“. გამოიცანით, ვინ არის ქირურგი? იმედია, ბევრმა თქვენგანმა გამოიცნო ეს საკმაოდ აშკარა პასუხი: ქირურგი ბიჭის დედაა. ამ გამოცანამ პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა,...
Rate this blog entry:
Continue reading
597
0 Comments
Write a Comment
დეკ
14

ვის უფრო ხშირად ასაქმებენ, გიორგის და მარიამს თუ არტურს და ზეინაბს?

ყველაფერი ჩემი სამაგისტრო ნაშრომით დაიწყო, რომლის საშუალებითაც ვეცადე, საქართველოში ეთნიკურ ქართველებსა და უმცირესობებს შორის ხელფასების სხვაობის მიზეზები გამეგო. მას შემდეგ ათ წელიწადზე მეტი გავიდა და ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალი სტატიას აქვეყნებს იმ ექსპერიმენტული მტკიცებულებების გამოყენებით, რომლებიც მე და ჩემმა კოლეგებმა შევაგროვეთ და გავაანალიზეთ შრომის ბაზრის თავისებურებების შესახებ ეთნიკურ უმცირესობებსა და ქალებთან მიმართებაში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის 2007-2008 წლის მონაცემებზე დაყრ...
Rate this blog entry:
Continue reading
678
0 Comments
Write a Comment
ნოე
19

უნარიანი გადახდისუუნარობა

და, აი, ისევ დადგა წლის ის დრო, როდესაც ჩვენი სამყარო „მსოფლიო ბანკის“ Doing Business-ის გამოცემის გარშემო ტრიალს იწყებს. კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი, ვიტრაბახოთ, რა ადვილია საქართველოში ბიზნესის წამოწყება, რა დაბალია ბიზნესის გადასახადები და რამხელა წარმატებებს მივაღწიეთ კონტრაქტების აღსრულების მიმართულებით. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ყურადღება გადახდისუუნარობის ინდექსსაც დავუთმოთ. ამ მაჩვენებლით საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, რომლებიც ბიზნესის ხელშემწყობი სახარბიელო გარემოთი მაინცდამაინც არ გამოირჩევიან. საბედნიეროდ, როგორც ჩანს, საქართ...
Rate this blog entry:
Continue reading
533
0 Comments
Write a Comment
დეკ
18

საახალწლო მიზნების ქცევითი ეკონომიკა

„ქცევითი ეკონომიკისთვის იანვარი იდეალური თვეა: ცოტა რამეში თუ ვლინდება თვითკონტროლი ისე კარგად, როგორც საახალწლო მიზნებში. თებერვალი კიდევ უკეთესია, რადგან საშუალება გვაქვს, შევისწავლოთ, რატომ არ სრულდება ეს მიზნები,“ – სენდჰილ მულაინათანი, ჰარვარდის უნივერსიტეტი. ეს წელიწადის ის დროა, როდესაც ჩვენს ნაკლოვანებებსა და სისუსტეებს ვუღრმავდებით და ვეძებთ, რა შეიძლება დადებითად შევცვალოთ ახალი წლიდან. ჩვენს წარმოდგენაში არსებობს ძველი მე, რომელსაც ძველ წელში დავტოვებთ, 2018 წელს კი დაიბადება ახალი მე, რომელიც უფრო ჯანმრთელი, უფრო ჭკვიანი და, რაც ყველაზე მნიშვ...
Rate this blog entry:
Continue reading
1176
0 Comments
Write a Comment
თებ
06

მარცხი მუდამ ალტერნატივაა! ასეა კი?

“ბაყაყი 20000 კვერცხს დებს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე აღწევს დუმფარაზე ჯდომისა და სადილად კოღოების მირთმევის ასაკს. აი, ასეთი ტიპის მარცხზე ვსაუბრობთ,” – ასე აღწერს „ნიუსვიკში“ ახლახანს გამოქვენებული სტატიის ავტორი იმ მარცხის სიხშირეს, რომელიც თან ახლავს თითზე ჩამოსათვლელ, 1 მილიარდზე მეტად შეფასებულ, ზღაპრული ტექნოლოგიური სტარტაპების გამოზრდას. წარმატების ისტორიებში სულ უფრო ხშირად გვხვდება თავი, რომელიც მარცხზე მოგვითხრობს. ეს ისტორიები მეწარმეთა ახალ თაობებს სტიმულს აძლევს, სცადონ, მარცხი განიცადონ, კვლავ სცადონ და წარმატებას მიაღწიონ. ეკონომიკა, რამდენა...
Rate this blog entry:
Continue reading
1471
0 Comments
Write a Comment

Our Partners