ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

Norberto Pignatti has not set their biography yet

ოქტ
11

განგაშის ზარები უკვე რეკავენ: რთული ზაფხული საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრისთვის

წლების განმავლობაში ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარებასა და გამომუშავებას შორის უარყოფითი სხვაობა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ერთ-ერთი მთავარ პრობლემად მიიჩნეოდა. თუმცა 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით ელექტროენერგიის დეფიციტი არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ ათი თვის განმავლობაში შენარჩუნდა. ეს ყოველივე კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა უარყოფითი სხვაობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გამომუშავებამ მოხმარებას მხოლოდ ორჯერ - მაისსა და ივნისში გადააჭარბა (იხ. 1-ლი გრაფიკი). წელს საქართველო პირველა...
Rate this blog entry:
Continue reading
60
0 Comments
Write a Comment
ივნ
28

ელექტროენერგიის ბაზრის შეფასება „გავრილოვის ეფექტის“ ჭრილში

  გავრილოვის ბოლოდროინმდელმა სტუმრობამ საქართველოში, მის შედეგად გაუარესებულმა რუსულ-ქართულმა ურთიერთობებებმა და, აქედან გამომდინარე, უარყოფითმა ეკონომიკურმა შედეგებმა საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. მაგალითად, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების შეჩერების თაობაზე მოსახლეობაში შეშფოთების საგნად იქცა, რადგან ამ გადაწყვეტილებამ ტურიზმის სექტორზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა  უკვე განიხილა ამ ცვლილების სავარაუდო შედეგები და მიიჩნია, რომ ეს მღელვარება, შესაძლოა, საფუძველს ი...
Rate this blog entry:
Continue reading
580
0 Comments
Write a Comment
მაი
31

უცვლელი უარყოფითი სხვაობა გამომუშავებასა და მოხმარებას შორის – თავსატეხი, რომელიც შესწავლას საჭიროებს

მოხმარებისა და გამომუშავების ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ 2018 წლის აგვისტოდან მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა მკვეთრად აღემატება წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობას. გამომუშავებასა და მოხმარებას შორის უარყოფითმა სხვაობამ აპრილში 45 მლნ. კვტ.სთ-ს მიაღწია; ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავება 966 მლნ. კვტ.სთ, მოხმარება კი 1012 მილიონი კვტ.სთ. გახლდათ. რატომ შენარჩუნდა გამომუშავებისა და მოხმარების უარყოფითი სხვაობა 2018 წლის აგვისტოს შემდეგ და ხომ არ უნდა ველოდოთ უარყოფით სხვაობას მომდევნო თვეების განმავლობაშიც? გრაფიკი 1:  გა...
Rate this blog entry:
Continue reading
443
0 Comments
Write a Comment
მაი
03

რა გვასწავლა „ხადორი 3-ის“ პროექტის გამოცდილებამ?

პანკისის ხეობაში მცირეჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის გამო ადგილობრივ მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიას შორის კონფლიქტის შესახებ ცნობები სულ ცოტა ხნის წინ საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. „ხადორი 3“ მცირე ზომის ჰესია და მისი დადგმული სიმძლავრე 5.4 მეგავატს აღწევს, ხოლო წლიურად გამომუშავებული ენერგია - 27.5 მლნ. კვტ. სთ-ს. „ხადორი 3-ის“ მშენებლობა 21 აპრილს დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროექტს დაუპირისპირდა, სამშენებლო კომპანიამ კი პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად საკითხში სამართალდამცავი ორგანოები ჩართო. მთავრობასა და ადგილობრივ მოსა...
Rate this blog entry:
Continue reading
770
0 Comments
Write a Comment
აპრ
19

აირჩია თუ არა საქართველომ სწორი გზა პოლიეთილენის პარკების გამოყენების შესამცირებლად?

2018 წლის ოქტომბერში ახალი კანონი  შევიდა ძალაში, რომელიც 15 მიკრონზე1 თხელი პარკების წარმოებას, იმპორტსა და გაყიდვას კრძალავს. ამავე რეფორმის მეორე ტალღა 2019 წლის აპრილში დაიწყო და ყველა ტიპის პოლიეთილენის პარკი მოიცვა. ჩნდება კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიეთილენის პარკებზე შეზღუდვის დაწესება და რა შესაძლო შედეგები შეიძლება მოჰყვეს აკრძალვას? ყოველწლიურად დაახლოებით ერთი ტრილიონი პოლიეთილენის პარკი იწარმოება, რომლებიც მსოფლიოს გარშემო მაღაზიების სალაროებს უნაწილდებათ. მათგან ორი მესამედი ერთჯერადია. პოლიეთილენის პარკები ყველგან გვხვდება: ქუ...
Rate this blog entry:
Continue reading
517
0 Comments
Write a Comment
მარ
29

ნეტო-აღრიცხვა – განხორციელებადი ,,მწვანე“ ალტერნატივა გამომუშავებისა და მოხმარების დეფიციტის აღმოსაფხვრელად?

  2019 წლის თებერვალში, საქართველოს ელექტროსადგურებმა  939 მილიონი კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.5%-ით აღემატება. თავის მხრივ, მოხმარებამ 1 037 კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც 2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, გამომუშავებასა და მოხმარებას  შორის დეფიციტი 22%-ით შემცირდა (-126-დან -98 მლნ. კვტ.სთ-მდე), უარყოფითი სხვაობა მაინც არსებითია. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს სხვაობა მთლიანად არ ასახავს საქართველოს ელექტროენერგიის დამოკიდებულების მასშტაბებს, რ...
Rate this blog entry:
Continue reading
459
0 Comments
Write a Comment

Our Partners